უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

20 იანვარი, 2020 10:23
font-size

ანონსი - 20.01.20

10:30 - „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, თემაზე - ფსიქოლოგთა როლი გამოძიების ეტაპზე დაზარალებული და მოწმე ბავშვების გამოკითხვისას/დაკითხვისას, კვლევის პრეზენტაციას წარადგენს.

მის: სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისი“ (გუდიაშვილის 3)
საკონტაქტო: ტატო ქელბაქიანი - 577284656

10:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მთავარი პროკურორობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე განცხადებას გააკეთებს.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო:593534524

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მთავარი პროკურორობის კანდიდატი, „ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ წარდგენილი კობა კობახიძე განცხადებას გააკეთებს.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო : 593534524

11:00 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, საზოგადოებას კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.
სიტყვით გამოვლენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის მთავარი მენეჯერი თეონა ყუფუნია.
მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, მესამე დარბაზი.

11:00 - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკი ტექნოლოგიების ტრანსფერის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას უმასპინძლებს.
შეხვედრას მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი და ევროკავშირის წარმომადგენელი გახსნიან. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: (ინოვაციების ქ.#7, ოქროყანა)

11:00 - პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად ინიშნება, „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: პარლამენტიდან უნივერსიტეტში გადასვლა და მთავარი პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენა.
მის: გალის ქ. #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)
საკონტაქტო:ეკა გულუა-599726565

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: მიხეილ სააკაშვილისა და მამუკა ხაზარაძის ერთობლივი ძალისხმევით, რამაზ ახვლედიანისთვის წართმეული ლისის ტბის საქმე ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გასაჩივრდა.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო : 599291202; 593534524

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი განცხადებას გააკეთებს. თემა: კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილი და კომპანია „Frontera Resources“-ის საკითხი.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 599291202; 59354524

12:00 - იურისტი ანა დოლიძე გენერალურ პროკურატურასთან გამართავს ბრიფინგს.
მის: ვახტანგ გორგასალის #24
საკონტაქტო: 599 437 403

12:00 - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

13:00 - ტრანსგენდერი ქალები „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში 18 იანვრის დაკავებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ძალის გადამეტება და მათი უფლებების დარღვევის ფაქტები.
მის: სოფიკო ჭიაურელის ქ. #13

13:30 - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: NDI-სა და IRI-ს საქმიანობა საქართველოში.
მის: თბილისი, სობჩაკის #3
საკონტაქტო: ლელა გიორგაძე-591 949545

15:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

15:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე 5 დეკემბერს დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

15:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში 31 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

19:00 - სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ირაკლი ბერიძის საგალობლებისა და სიმღერების ალბომის „მშვიდობაში“ პრეზენტაცია გაიმართება.
საკონტაქტო: 557133090

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`