უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

20 აპრილი, 2018 11:00
font-size

ანონსი 20.04.18

10:00 - სასტუმრო „რედისონში“ “ევროპული საქართველოს“ წევრი, ვიცე- სპიკერი სერგი კაპანაძე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას გამართავს.
თემა: რუსული მედიის შემოსვლა და გავლენების მოპოვების მცდელობა ქართულ ბაზარზე.
საკონტაქტო პირები: თორნიკე დიასამიძე 597 04 06 08, თეონა ოთანაძე 577 95 11 15

10:30 - საქველმოქმედო ფონდის - „ცხოვრება მშვენიერია“ წარმომადგენლები პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: 26 აპრილს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტი რუსუდან კვირიკაშვილის დასახმარებლად, რომელსაც გაფანტული სკლეროზი დაუდგინდა და მკურნალობას 200 000 ლარი სჭირდება.
მის.: წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან)
საკონტაქტო ტელ.: 599 72 65 65

11:00 - სპორტულ გასართობ კომპლექს „ჯინო ფერედაისში“ საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის და ტურიზმის ადმინისტრაციის ერთობივი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა ცივაძე, მსოფლიო სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელი საქართველოში პაატა რატიანი საქართველოს სპორტული ტურიზმის ალიანსის პრეზიდენტი ზურაბ ბოქოლიშვილი.

11:00 - სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის ანგარიშს წარმოადგენს.

11:00 - „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საპრეზიდენტო არჩევნები და რატომ არა გიორგი მარგველაშვილი; პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან)
საკონტაქტო ტელ.: 599 72 65 65

11:45 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

12:00 - პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

12:00- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, პარტნიორ ორგანიზაციებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, საზოგადოებას მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიებს წარუდგენს. მინისტრი ასევე ისაუბრებს 22 აპრილს - დედამიწის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

12:00 - სასტუმრო „იოტაში“ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი (ენერგოომბუდსმენი) სალომე ვარდიაშვილი 2017 წლის ანგარიშს წარმოადგენს.

13:00- თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში მსჯავრდებული ქალების მიერ დამზადებული თიხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
მის.: თბილისი, აკ. გახოკიძის ქ. #11ა

14:00 - სასტუმრო „ბილტმორში“, დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს წარადგენს. პრეზენტაციაზე, პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე საზოგადოებას ღამის ეკონომიკის კონცეფციას დეტალურად გააცნობს და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებს.
რუსთაველის გამზ. N29
საკონტაქტო პირი ლანა ქარდავა- 577 15 85 72

14:00 - პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, კომიტეტის წევრ დიმიტრი მხეიძესთან ერთად, ტყიბულის შახტაში დაახლოებით 300 მეტრ სიღრმეზე იქ დასაქმებულებთან ერთად ჩავა და ადგილზე არსებულ პირობებსა და ვითარებას გაეცნობა.
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

15:00 -საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ახალ შენობაში (ყოფილი რკინიგზელთა კულტურის სახლი) მიმდინარე მასშტაბურ სამუშაოებს დაათვალიერებს და თეატრის თანამშრომლებთან შეხვედრას გამართავს.
აღმაშენებლის გამზ. #127 (ყოფილი რკინიგზელთა კულტურის სახლი)

17:00 - კოდას დევნილთა დასახლებაში არსებულ კულტურის სახლში გაიმართება ა(ა)იპ “ქალთა თანადგომა მშვიდობისათვის“ ორგანიზებით მიმდინარე პროექტი "თანადგომა - დევნილთა სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობისათვის", რომელიც ითვალისწინებს ლექცია-კონცერტებს დევნილთა დასახლებებში.
საკონტაქტო ტელ: 598 988 187

17:00 -“შენების მოძრაობის” ლიდერი, დავით უსუფაშვილი, ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოების აქტიურ წევრებთან საჯარო შეხვედრას გამართავს.
თემა: „ქართული პოლიტიკის გამოწვევები - ევოლუციური და არა რევოლუციური განვითარება“.
ქუთაისი, პუშკინის ქ. #6
საკონტაქტო ტელ.: 577 733 444

19:00 - მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში, აზერბაიჯანელი დიზაინერის, ნათავან ალიევას კოლექციის “Neo Classic Love” ჩვენება და აზერბაიჯანელი ფოტოგრაფის, რუსტამ ჰუსეინოვის ფოტო გამოფენა, პროექტის „დეფილე დროის მიღმა: ქალთა მოდის კანონები აზერბაიჯანში“ გაიმართება.
გორგასალის ქ. #17

19:00 - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.
მ ნონეშვილის ქ. #8, „ფაბრიკა“

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე