უკან

ანონსები

20 სექტემბერი, 2019 10:00
font-size

ანონსი - 20.09.19

10:00 - თბილისის მერიასთან “საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების” ორგანიზებით ტარდება გლობალური კლიმატის გაფიცვა (Global Climate Strike). საქართველო უერთდება 16 წლის შვედი გოგონას წამოწყებულ მოძრაობას Fridays For Future და ახალგაზრდები მოითხოვენ კლიმატის კრიზისის შეჩერებას, ამავე დროს თბილისში გაფიცულები ადგილობრივ ეკოლოგიურ პრობლემებზეც გაამახვილებენ ყურადღებას.

საკონტაქტო: მარიამ ვაწაძე 555 99 70 08; თამარ ჯაყელი 555 25 29 60

11:00 - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე განსახილველად წარმოდგენილი იქნება საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“.
თავისუფლების მოედანი, ლეონიძის 2, II სართული
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:00 - „ადვოკატები დემოკრატიისთვის“, რომელიც 1500-მდე ადვოკატს აერთიანებს, „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. თემა: პატიმართა შეწყალება - 5 პუნქტიანი მოთხოვნა, პრეზიდენტის ფსიქიატრიული ექსპერტიზა, კონკრეტული შეწყალების აქტის გაუქმება და წერილი პროკურატურას.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

11:00 - სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“-ში, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ორგანიზებითა და ბიზნესის, სამოქალაქო სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლების ჩართულობით, გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეხება საქართველოში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას და ამ მიმართულებით რეგიონში არსებულ გამოწვევას.
საკონტაქტო პირი: ეთუნა ცოტნიაშვილი, 599 512215

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ეკა ქობესაშვილი და ცენტრის ანალიტიკოსი ლაზარე ჯიბლაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: შეწყალების სკანდალი და პატიმრების პოზიცია - რას აცხადებენ მსჯავრდებულები? პრეზიდენტის მორატორიუმი შეწყალებაზე.
კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

11:30 - სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შესასვლელთან (საშვთა ბიუროსთან) აქცია-გამოფენას გამართავენ. თემა: ოკუპაცია. აქცია-გამოფენას დეპუტატი ელენე ხოშტარია დაესწრება.
საკონტაქტო: თამარ მეტონიძე 577 53 52 32

12:00 - პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი.

12:00 - თბილისის საქალაქო სასამართლო არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკიგის საქმეზე დაკავებული ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

12:00 - პოლიციელის მკვლელობის საქმეზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12.00 - პროექტის „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ დახურვის ღონისძიება გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისა და პოლონეთის ინვესტიციების და განვითარების მინისტრის მოადგილეები.
გუდიაშვილის #7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზი

13:00 - სამოქალაქო აქტივისტები იუსტიციის სამინისტროსთან აქციას გამართავენ. თემა: რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადაცია.
საკონტაქტო: თამარ მეტონიძე 577 53 52 32

13:30 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა „თეთრი ხალათების ცერემონიას“ გამართავს.
ვაჟა-ფშაველას გამზ. N33, თეატრალური დარბაზი, III კორპუსი, III სართული.
საკონტაქტო: ნინი ზარდიაშვილი 593 51 55 32

14:00 - ლისის ტბაზე გაიმართება გლობალური მარათონი ქალთა კიბოს წინააღმდეგ.
საკონტაქტო: დინა ქურდიანი 599 57 57 10 / ნინო გაჩეჩილაძე 577 65 44 43

14:00 - თსუ-ში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ევროპის კულტურის პარლამენტის დამფუძნებლის და გენერალური მდივნის კარლ-ერიკ ნორმანის საჯარო ლექცია თემაზე:"კულტურული დიპლომატიის რელევანტურობა უნივერსიტეტისთვის". ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი, სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
თსუ I კორპუსი, აუდიტორია #107

14:30 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს, კრისტი მორდჰორსთს შეხვდება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული).

16:00 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული).

19:00 - „სირცხვილიას“ აქციების საორგანიზაციო ჯგუფი საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების კოორდინირებული და კონსოლიდირებული მოქმედების შესაძლებლობებს მოიცავს.
საკონტაქტო: თამარ კურატიშვილი - 591994815