უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

20 ოქტომბერი, 2018 10:40
font-size

ანონსი 20.10.18

10:00 - აფხაზეთიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოდევნიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნამდე გაიმართება აქცია - მსვლელობა - "მე ვინახავ ჩემი სახლის გასაღებს".

საკონტაქტო პირი: ირაკლი კუცია 599291516.

11:00 - “ ევროპული საქართველოს“ წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
მერაბ კოსტავას #40
საკონტაქტო: 597 04 06 08 თორნიკე დიასამიძე.

13:00 - თელავში პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.
დემოკრატიის ჩართულობის ცენტრი. ვაჟა ფშაველას # 3.

15:00 - ყვარელში, კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. . თავისუფლების ქ. # 9

15:00 - ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ქართული ღია საჭიდაო არენის გახსნის ღონისძიება და ჭიდაობის ტურნირი „თბილისის ფალავანი 2018” გაიმართება. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილეები ილია ელოშვილი და სოფიო ხუნწარია, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე დაესწრებიან.
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N62
საკონტაქტო პირი: ნათია ქემაშვილი - 599 41 07 05

16:20 - დედაენის ბაღში "გირჩის" მიერ ორგანიზებული "კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი" გაიმართება.
საკონტაქტო ტელეფონი: 593543414

20:00 - საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება.