უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

20 ნოემბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 20.11.18

11:00 - სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2019 - 2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ასევე იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, საერთო სასამართლოების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საკონტაქტო პირი თორნიკე რაზმაძე - 558132241

11:00 - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-18 საეთაშორისო გამოფენას გახსნის.
წერეთლის გამზ. #118, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხი; არჩევნების მეორე ტური; ლარის კურსი.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

20 ნოემბერს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მთავარობის გადაწყვეტილება ვალის განულებასთან დაკავშირებით; მიმდინარე პოლიტიკური პროცესები; საკადრო პოლიტიკის შეცვლის საჭიროება.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 - საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წარმომადგენელი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც დავალიანების ჩამოწერას ეხება, „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინტერპარტიული საკოორდინაციო ჯგუფის საარჩევნო ინიციატივა.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - „ჯეპრას“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაცია Truth Hounds-ის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვების უფლებების შესახებ მომზადებული ანგარიშის „No Future Land” პრეზენტაცია.
ალექსიძის ქ. #3
საკონტაქტო პირი თამარ კაპანაძე - 551 22 88 08

12:00 - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (ალასანიას უნივერსიტეტში) საჯარო ლექციას გამართავს.
თემა: სახალხო დამცველის მანდატი, ადამიანის უფლებების მთავარი გამოწვევები საქართველოში.
კოსტავას გამზ. 77 ა

12:00 - „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ და თბილისის მერიის მასშტაბური უსაფრთხოების კამპანია „მეტი უსაფრთხოებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება.
ბოჭორმის ქ. #27, ყაზტრანსგაზ-თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახური 114
საკონტაქტო პირი მარიამ ტურიაშვილი - 555 14 92 72

12:00 - საინფორმაციო სააგენტო „2020 NEWS“-ის პრესკლუბში, ეკონომიკური ექსპერტი დემურ გიორხელიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: შავი სიების გაუქმება და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ.
პეკინის ქ. #34, ბიზნესცენტრი „საბურთალო“, მესამე სართული
საკონტაქტო ტელ.: 514 33 49 49
12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტ ანდრია გვიდიანის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხი.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

15:00 - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

15:00 - „ფაბრიკა“ თბილისის საკონფერენციო დარბაზში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, რელიგიური და ეთნიკური გაერთიანებების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ნინოშვილის ქ. #8
საკონტაქტო პირი ნინო თეთრაული - 599 32 77 87

15:00 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ გიორგი ხუციშვილის დაბადების 70-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.

18:00 - ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, 2018-2019 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამოცხადების ღონისძიება გაიმართება.
რუსთაველის გამზ. #3
საკონტაქტო: გიორგი კოპალეიშვილი - 595 29 89 89; ხატია ჯამბაზიშვილი 577 500 103

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`