უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

20 ნოემბერი, 2019 10:40
font-size

ანონსი - 20.11.19

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

11:00 - საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების 2

11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „ადვოკატები დემოკრატიისთვის“ თავმჯდომარე შალვა ხაჭაპურიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

11:30- საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12:00 - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ფესტივალის პროგრამა და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები.
მის: "ლოლიტა" , თბილისი, ჭოველიძის #7
საკონტაქტო: ნინო კვირიკაშვილი - 599361977

12:00 - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

13:00 - თბილისის საქალაქო სასამართლო 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის მიმართ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელებს.

13:00 - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).
სხდომის დასრულების შემდეგ სსიპ საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N515 (C კორპუსი, V სართული)

13.00 - ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ჟურნალ Homeland Of Wine-ის პრეზენტაცია გაიმართება.
მის: მარშალ გელოვანის გამზირი 6, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო
საკონტაქტო: 5 99 24 83 82, 322 974103

13:30 - თბილისის საქალაქო სასამართლო 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი ბუნტურისა და ლუკა ჭიჭინაძის მიმართ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელებს.

14:00 - სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „Edison Research”-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონია გაიმართება.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599 94 94 64

14:30 - თბილისის საქალაქო სასამართლო 18 ნოემბრის აქციისას დაკავებული ირაკლი ჩიხრაძის, ლევან გორგაძის, ხვიჩა ბიწაძის, რევაზ ნიჟარაძის, დავით ბერუაშვილის, პაატა მანჯგალაძის, ნოე ლაშხისა და გოჩა მჟავანაძის მიმართ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელებს.

15:00 - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტების ტრენინგი გაიმართება.
მის: შალვა დადიანის ქ. 2/1, II სართული, შოთა რუსთაველის დარბაზი.

15:00- გენერალურ პროკურატურასთან ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას გამართავენ.

17:30 - თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის პროცესი გაიმართება.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`