უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

21 იანვარი, 2020 10:22
font-size

ანონსი - 21.01.20

10:30 - სასტუმრო „რედიონ ბლუ ივერიაში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან ერთად (DEA) შეხვედრას თემაზე: ღია მონაცემების პლატფორმის - WWW.DATA.GOV.GE-ის განვითარების გეგმები და პერსპექტივები გამართავს.

მის: ვარდების რევოლუციის მოედანი #1
საკონტაქტო: მაგდა გუგავა - 99420206

10:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა - მედიკამენტები.
საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08
მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

10:30 - რაგბის კლუბ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: კრიზისი, ვაჭრობა, ქაოსი და რაგბის კავშირის ნგრევა - არსებული კატასტროფული რეალობა, მოთხოვნა და 31 იანვარს დაგეგმილი პრეზიდენტის არჩევნები.
მის:გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)
საკონტაქტო: ეკა გულუა-599726565

11:00 - თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას „Isuzu“-ს მარკის ახალ ავტობუსებს წარუდგენს.
მის: სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორია
საკონტაქტო: 591004931

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საფინანსო საკითხების ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილი, კომპანია “ფრონტერას“ საკითხი: საქმიანობა საქართველოში და დავა სახელმწიფოსთან ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში.
მის: კოსტავას ქ. 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:00 - სახალხო დამცველი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგება.
სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრება.

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი განცხადებას გააკეთებს.
თემა: კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილი.
მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00- თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
13:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

12:00 - საქართველოს პარლამენტში (ბრიფინგების ოთახში) თინა ბოკუჩავა, ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის დედასთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.

12:00 - ანა დოლიძე და „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ კამპანიის წარმომადგენლები სახელმწიფო კანცელარიასთან ბრიფინგს გამართავენ.
მის: პავლე ინგოროყვას N7
საკონტაქტო: 599437 403

13:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტშივლი, ადვოკატებთან ერთად მის პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარს პერფორმანსის ფონზე შეიტანს.
საკონტაქტო: ლაშა ჩხარტიშვილი - 558296980

16:00 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, ზაქირ ჰასანოვთან შეხვედრას გამართავს.
პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული)

19:00 - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის კურსი დაიწყება.
მის.: ილია ჭავჭავაძის გამზირი #49
საკონტაქტო: 995 595 56 96 56

19:30 - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას რომანის - „მონოლოგი სარწეველა სკამიდან“ - წარდგენა გაიმართება.
მის: ვაკის პარკი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N76, თბილისის მედიათეკა (ვაკის ფილიალი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`