უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

21 მარტი, 2019 10:00
font-size

ანონსი 21.03.19

10:00 - მულტიფუნქციურ კომპლექსში „რესპუბლიკა“ ევროპის საბჭო და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო მართავენ კონფერენციას თემაზე: საქართველოში ლანსაროტის კონვენციის უფრო ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა - ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევები და მიღწევები.

ღონისძიებას დაესწრებიან: ნათია მეზვრიშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; სოფიო კილაძე- საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ნატალია ჯალიაშვილი - ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე - ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; ეკატერინე სხილაძე -სახალხო დამცველის მოადგილე.
საკონტაქტო : ნათია ქანთარია - 555 633 543
ვარდების რევოლუციის მოედანი #6

10:00 - გლდანის №20 ოლქის მაჟორიტარი, პარლამენტის წევრი, კობა კობალაძე მაჟორიტარულ ოლქში შემავალი სკოლების დირექტორებს შეხვდება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

10:30 - საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.
თემა:სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ გამოვლენილ ძირითად მიგნებებსა და ტენდენციებს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა აქტორების საქმიანობის შეფასებას და რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემის, კანონმდებლობისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
სასტუმრო “Holiday Inn” ( 26 მაისის მოედანი, #1)

10:30 - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით „არავინ დატოვო... მიღმა“.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის საპატიო წევრი მაკა ჩიჩუა და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
26 მაისის მოედანი #1, სასტუმრო „Holiday Inn“

10:30 - სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პოლონეთ-საქართველოს მრგვალი მაგიდა გაიმართება.
შეხვედრას ვიზიტად მყოფ პოლონელ ბიზნესმენებთან ერთად ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პოლიტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: მოსამართლეების შერჩევის საკითხი, მმართველ გუნდში განვითარებული პროცესები. ხურვალეთში მომხდარი ინციდენტი.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტ.: 593 53 45 24

11:00 - ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ ოფიციალურად გაიხსნება.
ღონისძიებას დაესწრებიან: კრისტიან ურსე - ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; ქეთევან ციხელაშვილი - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში; ნინო ლომჯარია - სახალხო დამცველი; ნათია მეზვრიშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ირინა ფრუიძე - პარლამენტის წევრი; მიხეილ სარჯველაძე - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; ნათია ზედგენიძე-ჯიშკარიანი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიტრის მოადგილე; გიორგი გაბიტაშვილი - მთავარი პროკურორის მოადგილე, სულხან სალაძე - კოალიცია თანასწორობისთვის.
რუსთაველის გამზირი N7, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი
საკონტაქტო: ნათია ქანთარია, 555 633 543

11.00 - ფოთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის. ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

11:30 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული)

11.30 - „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.
ბარნოვის #40.
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია .599 43 43 08

11:30 - ანალიტიკოსი გია აბაშიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „ქართული ცნების“ გადახალისება და ახალი სახეების ძიება; „დაიცავი საქართველოს“ განახლება; სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ და მიმდინარე საკითხები.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12:00 - საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
საქართველოს პარლამენტი, პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

13:00 - მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება
საკონტაქტო: 599024323

14:00 - ადამიანის უფლებათა ცენტრი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ფილმს - „სამართალდამრღვევი სამართალდამცავები“ წარადგენს.

14:00 - ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და Hyundai Samo Heavy Industries -ს შორის ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
სასტუმრო „თბილისი მერიოტი.
საკონტაქტო: თეონა დოლენჯაშვილი 599 26 57 17

14:30- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და ცენტრის წარმომადგენლები, ახალქალაქში აბიტურიენტებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.
ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრი (მესროპ მაშტოცის ქუჩა N2).

15:00 - გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის გუგული მაღრაძე თემატური მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება
საქართველოს პარლამენტის შენობა, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული)

15:00 - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით მსოფლიოში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ნინო ფირცხალანი წაიკითხავს ლექციას - "დაუნის სინდრომის გენეტიკური საფუძვლები“.
ვაჟა-ფშაველას N33, პირველი სასწავლო კორპუსი, „ცისფერი დარბაზი“.

16:30 - გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის დიდ დარბაზში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ინტეგრირებული კონცერტი „მზის სხივები“ გაიმართება, რომელშიც სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 400-ზე მეტი მოზარდი მიიღებს მონაწილეობას.

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!