უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

21 მაისი, 2018 10:00
font-size

ანონსი 21.05.18

10:00 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, პერსონალის მეორე საერთაშორისო კვირეული გაიხსნება.

ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

10:30 - საქართველოს პარლამენტში (ბრიფინგების ოთახი. B კორპუსი, IV სართული) ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სტავროს ლამბრინიდისის ინიციატივასთან დაკავშირებით, ბრიფინგს გამართავს.

11:00 - ანა დოლიძესთან დაკავშირებით დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების უარყოფის მოთხოვნით საია საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

11:00 - "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ლუკა მელაშვილი და ადვოკატი ეკა ქობისაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: თბილისი-რუსთავის და წითელი ხიდის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა, რომელიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

11:00 - საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში ქართველებისა და აფხაზების მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა „აქ ერთად ვართ.....“ გაიხსნება.
საკონტაქტო პირი ხათუნა მაჭავარიანი - 599 139914

11:00 - გიორგი გაბედავა შსს-ს შენობასთან საგანგებო ბრიფინგს გამართავს, სადაც ჟურნალისტებს გადაეცემათ ექსკლუზიური კადრები.
გულუას ქ. #10
საკონტაქტო პირი გიორგი გაბედავა - 599123478

11:00- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ცვლილებები სამუშაო ძალის სტატისტიკის წარმოებაში - უმუშევრობის დონე საქართველოში 2017 წელს და 2018 წლის I კვარტალში.
დადიანის ქ. #30

11:00 - კოალიციის “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ წევრები კამპანიის “ძალა ევროპაშია“ ფარგლებში, მხარდამჭერებთან ერთად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდებიან.
საკონტაქტო პირები: თინათინ სამყურაშვილი - 555 656 705; ნინი მეტრეველი - 593 733 337

13:00 - პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მუჰაჯირობის 140 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. მოეწყობა დოკუმენტური ფილმის - “მუჰაჯირების შთამომავალი აფხაზები აჭარაში“ ჩვენება.
თბილისი, თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)
საკონტაქტო პირი ხათუნა მაჭავარიანი - 599 139914

15:00 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

16:00 - თბილისში, მრავალფუნქციურ სივრცეში “ფაბრიკა“, კულტურულ-საგანმანათლებლო გამოფენა “ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ გაიმართება.
ეგნატე ნინოშვილის ქ. #8
საკონტაქტო პირი ხათუნა საღინაძე - 599284000
19:00 - წიგნის სახლ „ლიგამუსში“, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართება.
ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

19:00 - საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიმართება „აფხაზეთის დღისადმი“ მიძღვნილი ფოტოგამოფენასთან დაკავშირებული ოფიციალური მიღება, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი ხათუნა მაჭავარიანი - 599 139914

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან