უკან

ანონსები

21 სექტემბერი, 2020 10:00
font-size

ანონსი - 21.09.20

11:00 - მმართველი პარტია "ქართული ოცნება" მოსახლეობას საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს პაატა კვიჟინაძეს და ხარაგაულის მერობის კანდიდატს კობა ლურსმანაშვილს წარუდგენს.

წარდგენას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
საკონტაქტო: მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65; ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

11:00 - არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება „ერთად არჩევნებისთის“, წარადგენს პირველ შუალედურ ანგარიშს , რომელშიც 3 -18 სექტემბრის წინასაარჩევნო პერიოდია ასახული.

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ეკონომისტი, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის წევრი შოთა გულბანი განცხადებას გააკეთებს.
თემა: ლარის გაუფასურების ტენდენცია - როგორია პროგნოზი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებით. ეპიდვითარების გავლენა ეკონომიკაზე.
მის: კოსტავას ქ.47/57

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ეკონომისტი პაატა ბაირახტარი განცხადებას გააკეთებს.
თემა: ლარის გაუფასურების ტენდენცია - როგორია პროგნოზი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებით. ეპიდვითარების გავლენა ეკონომიკაზე.
მის: კოსტავას ქ.47/57

11:30 - ფოთში , "ევროპული საქართველოს" შტაბში გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს.
მის: ქ.ფოთი რუსთაველის რკალი #24
საკონტაქტო: ირაკლი კიკნაველიძე - 599006587

12:00- "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ქუთაისის განვითარების გეგმის პრეზენტაციას გამართავს.
მის: ქუთაისი, სულხან-საბას დასახლებაში-მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორია.
საკ: ირაკლი გაბისონია - 555 602 634
13:00 - ეროვნული ბანკის ცენტრალურ შესასვლელში, საარჩევნო ბლოკი "ჯონდი ბაღათურია - ქართული დასის" აქცია გაიმართება.
თემა: ლარის კურსი, არალიკვიდური აქტივები და იაფი საბანკო კრედიტი.
საკონტაქტო: 577 18 99 42; 570 70 01 33

13:00 - პარტია ,,ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი მთავრობის ადმინისტრაციასთან საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
საკონტაქტო: 577799988

13:00 - „ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატს პაატა კვიჟინაძეს ჭიათურაში წარადგენს.

14:00 - თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ირიბი ფიგურანტი, „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელი დავით ფურცხვანიძე (ვინც სატელიტის ფოტოები მოიპოვა) „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.
მის: გალის ქუჩა #1.
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

14:00 - ქ. ზუგდიდში, ევროპული საქართველოს პარტიის ოფისში გიგი უგულავას ბრიფინგი
საკონტაქტო: ნათია გუგუნავა - 577 151 514

14:30 - "ქართული ოცნების" მიერ მაჟორიტარობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძის წარდგენა საჩხერეში გაიმართება.

17:00 - მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.