უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

21 ოქტომბერი, 2019 10:00
font-size

ანონსი - 21.10.19

10:00 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

10:00 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან გახსნილ AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში ჩატარდება ტრენინგი - „ESMEA - ძირითადი უნარ-ჩვევები სამედიცინო განათლებაში: შეფასების მეთოდები“.
ვაჟა-ფშაველას N 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი.

10:30- ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისთვის ბრალდებულ ლევან ძნელაძის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

10:30 - ტექნოპარკში, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში“ პარალელური ღონისძიება „ტურიზმის ტექნოლოგიების გადაწყვეტები ახალი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის“ გაიმართება.
ინოვაციების ქ.#7

10:30 - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია - “საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიული დიალოგი ექსპერტების დონეზე”. კონფერენციაზე განიხილავენ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და პერსპექტივებს.
კონფერენციას დაესწრებიან: ყაზახეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი, ყაზახეთის აკადემიური წრეებისა და ყაზახეთის საელჩოს წარმომადგენლები, ექსპერტები და პოლიტიკოსები.
აპრილის ქ. 9, სასტუმრო “ციტრუსი”;
საკონტაქტო: ნანუკა მიქელაძე, 577 999 577

10:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაზის მეურნეობის სპეციალისტის, „ყაზტრანსგაზ თბილისის” დირექტორის ყოფილი მოადგილის, სოსო სიმონიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ნოემბრიდან ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება - ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტი, რამდენად საკმარისია დაგეგმილი რეგულაციები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? კორპუსის მორიგი აფეთქება თბილისში - ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება. რა ვითარებაა დედაქალაქში - რა მდგომარეობაშია გაზგაყვანილობის ქსელები. ზამთრის სეზონის მოახლოება და რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:00 - ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: გურამიშვილზე მომხდარი აფეთქების საქმის მასალები და მიზეზები; ქალაქის მასშტაბით არსებული მძიმე რეალობა და ახალი რეგულაციაბი.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში", საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

11:00 - პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტის გიორგი ჭაღიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ნოემბრიდან ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება - ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტი, რამდენად საკმარისია დაგეგმილი რეგულაციები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? კორპუსის მორიგი აფეთქება თბილისში - ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება. რა ვითარებაა დედაქალაქში - რა მდგომარეობაშია გაზგაყვანილობის ქსელები. ზამთრის სეზონის მოახლოება და რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:30 - თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების პროცესი გაიმართება.

12:00 - "ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროში", მამუკა ხაზარაძის ადვოკატები ზვიად კორძაძე და ეკა ეგუტია მედიას „მუქარის წერილის“ დედანს გააცნობენ, ხოლო შემდეგ წერილის დედანს საქართველოს პროკურატურაში წარადგენენ.
ქავთარაძის 44

12:00 - საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიხსნება წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეშვიდე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მეცნიერები.
წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გახსნის.
საკონტაქტო: ნათია გოგუაძე 595 300 519

12:00 - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

12:00 - „რუსთავის აზოტის“ ტერიტორიაზე, საზეიმო ვითარებაში კონდენსაციური ელექტროსადგური (კეს) გაიხსნება, რომელიც SIEMENS-ის ორთქლის ტურბინის გენერატორის უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.
ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და კომპანია SIEMENS- ის წარმომადგენლობა დაესწრება.


14:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, მორის მაჩალიკაშვილის, ილია მემარნიშვილის, ბეჟან ლორთქიფანიძისა და გიორგი ქურდოვანიძის პროცესი გაიმართება.

14:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და მის დახმარებაში ბრალდებულების, წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარისა და ვაკის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილის პროცესი გაიმართება.

14:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას პროცესი გაიმართება.

14:45 - პარლამენტში ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის აღმოფხვრის კომიტეტის თავმჯომარესთან, იურის რანცანსისთან და კომიტეტის წევრებთან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილისა და კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული).

15:00 - თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვევიან ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა; ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რადეკ პოლიცარი და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები.
შეხვედრა შეეხება თსსუ-ის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკის ტერიტორიაზე მაღალი სტანდარტების ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის ცენტრის ამოქმედებას.
ლუბლიანას ქ. N 21

18.45 - სასტუმრო „ვინდამ გრანდში“ გაიმართება ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ორგანიზატორია „ისრაელის სახლი“.
ლ. გუდიაშვილის 3

19:00 - მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. პრემია „ლიტერა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა.
საკონტაქტო: თეკლა ქველაძე 591 93 93 23