უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

21 ნოემბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 21.11.18

10:30 - "იურისტთა უმაღლესი სკოლის დირექტორი", ყოფილი პოლიტპატიმარი, რეპრესირებული ირმა კახიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 - თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.
ჟ. შარტავას ქ.N7

11:00 - სასტუმრო „რუმსში“ ციფრული კონფერენცია „Touch Digital Summit“-თან დაკავშრებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრება.

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ტექდათვალიერების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება - რა აჩვენა კვლევამ; რამდენად იმოქმედა ტრანსპორტის ტექნიკურმა ინსპექტირებამ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ; სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხი; საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:30 - ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12:00 - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. ასევე ისაუბრებს არასამთავრობოების ბრალდებებსა და ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

12:00 - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში უფლებადამცველი ალექსანდრე ახალკაცი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოსული ინფორმაცია. რას გეგმავს პარტია არჩევნების შემდეგ - "ნაციონალური მოძრაობის" 3 სცენარი.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - „სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის“ ორგანიზებითა და „თიბისი კაპიტალის“ მხარდაჭერით თბილისის ღია უნივერსიტეტში ფორუმი - „კაპიტალის ბაზრის სამართალი - მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გაიმართება.
უნივერსიტეტის ქ. #2, თბილისის ღია უნივერსიტეტი

13:00 - გლდანში, მეტრო „ახმეტელის თეატრთან“, სახალხო მოძრაობის „არა ნაციზმს“ დამფუძნებლები და წარმომადგენლები, შვილმოკლული მშობლები ია მეტრეველი, გულიკო გამცემლიძე და სააკაშვილის რეჟიმის მიერ სხვადასხვა ფორმით დაზარალებული ადამიანები, ყოფილი პოლიტპატიმრები და მათი ოჯახების წევრები, ასევე, მოძრაობის ახალგაზრდა წევრები მოსახლეობას შეხვდებიან.
საკონტაქტო პირი ნინო ცხოიძე - 570501156; 599509121

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`