უკან

ანონსები

21 ნოემბერი, 2019 10:00
font-size

ანონსი - 21.11.19

11:00 - მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები, კანცელარიის სამანქანო შესასვლელთან აქციას გამართავენ.

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი განცხადებას გააკეთებს.
თემა: პოზიცია 26 ნოემბერს დაგეგმილ პარლამენტის პიკეტირებასთან დაკავშირებით -არის, თუ არა თანხმობა ოპოზიციურ ერთობაში? რა სტრატეგია ექნება დავით უსუფაშვილს.
მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივა არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ და ამასთან დაკავშირებით, პარლამენტში პროცედურების დაწყება.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

11:30 -მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი და უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ფალავანდიშვილის ინფორმაციით, განათლების სამინისტრო ქვეყნის მთელი ტერიტორიის მასშტაბით ატარებს ლგბტ კვირეულს, მათ შორის სკოლებშიც. დაგეგმილი საპროტესტო აქციები აღნიშნულთან დაკავშირებით.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

12:00 - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

12:00 - ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში, პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ორდღიანი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ დაიწყება.
სემინარს საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი და გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია გახსნიან.
მის.: წინამძღვრიშვილის ქ. N164
საკონტაქტო: სოფო ქემაშვილი 595 70 72 22

19:00 - თბილისის ისტორიის მუზეუმში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ილიკო ზაუტაშვილის გამოფენას „როგორ დავეწიოთ მკვდარ კურდღელს“ გახსნის.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`