უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

22 იანვარი, 2020 10:00
font-size

ანონსი - 22.01.20

10:00 - იტალიაში სასტიპენდიო პროგრამების თემაზე, განათლების საერთაშორისო ცენტრში იტალიის ელჩთან ენრიკო ვალვოსთან, ცენტრის დირექტორთან ნინო ჭელიძესთან და იტალიური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

მის: ჭავჭავაძის გამზ.N7, მეორე სართული.

10:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების, მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

10:00 - უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: მთავარი პროკურორის არჩევა და სისტემაში არსებული გამოწვევები; სახალხო დამცველის ანგარიში და პენიტენციური სისტემა.
მის: გალის ქ. #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)
საკონტაქტო: ეკა გულუა- 599726565

11:00 - მთავარი პაოკურორობის კანდიდატი, ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.
თემა: მიმართვა საპროკურორო საბჭოს მოხსნას მისი კანდიდატურა პროკურორის ვაკანსიიდან; სისტემაში არსებული გამოწვევები; ანგარიში და პენიტენციური სისტემა.
მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის: ჟიული შარტავას N7

11:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრების სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 - სასტურმო „რუმსში“ პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება“ ღონისძიება გაიმართება. სტუმრებს სიტყვით მიმართავენ და პროექტს წარადგენენ: IRC-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გაბრიელაშვილი, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი გიორგი სახოკია, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი ნინო სამველიძე.

11:00 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 15 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება, სადაც სკოლა 2019 წელს შესრულებული საქმიანობის ანგარიშსა და 2020 წლის სამოქმედო სტრატეგიას წარმოადგენს.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი გახსნის.
მის: უზნაძის #52

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის ერთერთ კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის მეუღლე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო : 593 53 45 24

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი განცხადებას გააკეთებს.
თემა: კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილი.
მის: კოსტავას ქ. 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო : 593 53 45 24

12:00 - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მედიას მიაწვდის ინფორმაციას მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ.
მის: კახეთის გზატკეცილი 99
საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი 595956103

12:00 - პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ევროპარლამენტარების შეფასებები და ქვეყნის საგარეო საქმეთა საკითხები.
მის: ავალიშვილის ქ.8
საკონტაქტო პირი: 555602634 - ირაკლი გაბისონია

12:00- ანა დოლიძე და „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ კამპანიის წარმომადგენლები სახალხო დამცველის ოფისში ომბუდსმენს ნინო ლომჟარიას შეხვდებიან.
მის: ნინო რამიშვილის III ჩიხი N6
საკონტაქტო : 599 437 403

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მთავარი პროკურორობის კანდიდატი გელა ჩივაძე და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი გიორგი ლაღიძე განცხადებას გააკეთებენ.
მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო : 593 53 45 24

12:00 - უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

12:30 - თბილისის საქალაქო სასამართლოში „შმაქსისტების“ სასამართლო პროცესი გაიმართება.

13:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილისა და მათთან ერთად დაკავებული 2 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

13:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში, 31 დეკემბერს კარვების აღების დროს დაკავებული „გამარჯვებული საქართველოს“ წევრის ზურაბ ნადირაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

13:00- საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატურების წარმოსადგენად გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ, საპროკურორო საბჭო პირველ სხდომას გამართავს.
მის: გორგასლის ქ. № 24
საკონტაქტო: ნინო კოტარია - 595065107

13:00 - გიორგი გაბედავა მელორ ვაჩნაძის მოთხოვნასთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩოსთან აქციას გამართავს და ელჩს, დიეგო კოლასს ოფიციალურ წერილს გადასცემს.
საკონტაქტო: 574370473
მის: კრწანისის ქ.49.

14:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრუწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებბული 10 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

15:00 - საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილის დასახმარებლად გამოფენა „კადრს მიღმა“ გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ბექა მშვილდაძის, რეზი ცირეკიძის, ნინო ჯიქიას და არჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევრები. გამოფენა 19:00 საათამდე გაგრძელდება.
მის: გუდიაშვილის ქ. 5/7

16:00 - თბილისის ისტორიის მუზეუმში დეკანოზ დიმიტრი სუხიტაშვილის გამოფენა „ნიჟარების ჰარმონია“ გაიხსნება.
მის: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8

16:00 - სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ გაიმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება პაციენტზე მორგებული პირველადი ჯანდაცვისათვის“ დასკვნითი შეხვედრა.
მის: მერაბ კოსტავას ქ. #14

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`