უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

22 მარტი, 2019 10:00
font-size

ანონსი 22.03.19

10:00 - სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“ კონფერენცია გაიმართება თემაზე: „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“, რომელსაც გახსნიან საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული როს უილსონი. ასევე, მომხსენებლებად მიწვეული არიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ერეკლე მექვაბიშვილი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, ელჩი გერტ ჰაინრიხ არენსი.

11:00 - სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წმინდა 40 სებასტიანელის ხსენების დღესთან დკავშირებით სადღესასწაულო პარაკლისს გადაიხდის.
აბანოთუბანთან, წმინდა ორმოცი სებასტიანელის სახელობის ტაძარი.

11:00 - ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატები "მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ახალი მტკიცებულებები, რომლითაც მტკიცდება, რომ რაიან სმიტის გვამი წყალს არ ჩამოუტანია და უცნობმა პირებმა ჩამოიტანეს.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით გამართავს საჯარო მოსმენას „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე ეროვნული კვლევის ძირითადი მიგნებებთან“ დაკავშირებით.
სასტუმროში „თბილისი მერიოტი“, რუსთაველის გამზირი N13.

11:00 - მიმდინარე წლის 19 მაისს დანიშნულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფი №1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელ კანდიდატად სოფიო ხორგუანს წარადგენს.
შიო მღვიმელის ქ. №1
საკონტაქტო: 595577501 ირმა ბერიშვილი

11:00 - გირჩის ოფისში, საგანგებო ბრიფინგს გამართავს მთაწმინდის ოლქში, შუალედურ არჩევნებში, გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატი, ჰერმან საბო.
ბესიკის 4, ბიზნეს ცენტრი ბესიკზე. სართული 3, ოთახი 312.
საკონტაქტო: 571010200 ელენე მეგრელიშვილი

11:00 - მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, ვახტანგ შაქარიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: მოსამართლეების შერჩევის საკითხი - პოზიცია ირაკლი კობახიძის კანონპროექტზე. არის, თუ არა აზრთა სხვადასხვაობა საკრებულოს უმრავლესობაში და მოსალოდნელია, თუ არა პროცესები იმგვარად განვითარდეს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის გუნდში.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:00 - შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მწერალი ალექსანდრე ახალკაცი, რომელიც პატრულს ცემაში და უკანონოდ დაკავებაში ადანაშაულებს, ბრიფინგს გამართავს.
ორთაჭალა, გულუას 10 ნომერში.
საკონტაქტო: 599 311 284 ალექსანდრე ახალკაცი.

11:30 - პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „გირჩის“თავმჯდომარე იაგო ხვიჩია განცხადებას გააკეთებს.
თემა: ინფორმაცია, რომლის თანახმად ირაკლი სესიაშვილი რელიგიურ კონფესიებთან გარიგებას ცდილობს. საპატრიარქოს განცხადება.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 საათზე, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში პლენარული სხდომა ჩატარდება.

12:00 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორის, სახალხო არტისტის, საზოგადო მოღვაწის, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის მერაბ კოკოჩაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
ი.ჭავაჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპ, 107-ე აუდიტორია.

13.00 - ცენტრი „ემპათია“პრესსკონფერენციას გამართავს.
თემა: ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის სამხედრო ბაზაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება და ჟენევის დისკუსიათა ფორმატის პრიორიტეტები
„ემპათიას“ ოფისი, სიმონ კანდელაკის ქუჩა 23.

13:00 - „ლეიბორისტული პარტიის“ ცენტრალურ ოფისში, „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
თემა: „ივანიშვილის ახალი და დამანგრეელი შედეგების მომტანი კორუფციული გეგმები ატომურ ენერგეტიკისა და ჰესების მასობრივი მშენებლობის მიმართულებით!“.
საკ. 558 29 69 80 ლაშა ჩხარტიშვილი

13:30 - გაერთიანებული ოპოზიცია - "ძალა ერთობაშიას" ლიდერები შეხვედრას გამართავენ.
თემა: შუალედური არჩევნები
მის. ჭავჭავაძის 29
საკონტაქტო: 551662525 თამარ ჯინჭარაძე

13:30 - საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მოეწყობა პრესკონფერენცია და პრემიერ-მინისტრის სახელზე შევა პეტიცია, სადაც სასულიერო პირები და მორწმუნე საზოგადოება მოითხოვს საინიციატივო ჯგუფის მიერ ანჩისხატის ტაძრისთვის შექმნილი სახატე-ვიტრინის პროექტის დროულად განხილვა-განხორციელებას, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიაქის ლოცვა კურთხევით ოფიციალურად კულტურის სამინისტროში არის წარგზავნილი.
ინგოროყვას ქ.7.
საკონტაქტო: 555 399 923 ზაზა ნანობაშვილი

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019