უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

22 მაისი, 2018 10:00
font-size

ანონსი 22.05.18

10:00 - „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

11:00 - სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და ღია საზოგადოების ფონდი ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომლის მიხედვით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა დაიწყება.

11:00 - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი პლატფორმის ფარგლებში – “დიალოგი მომავალ თაობასთან”, ახალგაზრდებს შეხვდება და მათ მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" გააცნობს.
ინოვაციების ქ. #7, ტექნოპარკი
საკონტაქტო პირი თეონა დოლიაშვილი - 599258225

11:00- საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის წევრები ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრას გამართავენ.
თბილისი, პარლამენტის C კორპუსი ოთახი 418

12:00 - „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ ორგანიზებით, განათლების რეფორმისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.
გუდიაშვილის ქ. #7 (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)
საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

12:00 - პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
თემა: „ევროპული საქართველოს“ ინიციატივები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით.
საკონტაქტო პირი თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

12:00- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მოსწავლეთა კონფერენცია - „აფხაზეთი- წარსული და დღევანდელობა“ გაიმართება.
დ. უზნაძის ქ. №68
საკონტაქტო პირი ხათუნა მაჭავარიანი - 599 13 99 14

12:00 - საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველოს“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ.
თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)

14:00 - მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, ეროვნულ მუზეუმში დაცული ებრაული კოლექციების ვებგვერდის პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართება.
ა. ფურცელაძის ქ. #1; საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია

15:50 - საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდებიან.
თბილისი, პარლამენტის A კორპუსი, ბაგრატოვანთა დარბაზი

16:00 - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

16:00 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტს, ირჟი შესტაკს და სენატის დელეგაციის წევრებს შეხვდება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის დარბაზი

17:00 - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის ფოიეში გაიხსნება გამოფენა „სამშობლოსათვის მებრძოლი სამშობლოდაკარგულები". გამოფენის გახსნის შემდეგ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია „რას უყურებდნენ და უსმენდნენ ასი წლის წინათ" (პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საოპერო, თეატრალური და კინორეპერტუარის მიმოხილვა).

19:00 - მეტრო „რუსთაველთან” "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)", "სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი" და "აუდიტორია 115“ თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა მხარდამჭერ აქციას გამართავენ.
საკონტაქტო პირები: სალომე კობალავა: „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ - 595 909680;
რევაზ კარანაძე: „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი“ - 593 138087
ირაკლი კუპრაძე: „აუდიტორია 115“ - 595 084533

19:00- „თბილისის ივენთ-ჰოლში“ გაიმართება გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტი „ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და აფხაზეთის კაპელასთან ერთად“.
კონცერტში მონაწილეობენ: ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნუკრი კაპანაძე და ნეკა სებისკვერაძე.
პ. მელიქიშვილის ქ. №1
საკონტაქტო პირი ხათუნა მაჭავარიანი - 599 13 99 14

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან