უკან

ანონსები

22 სექტემბერი, 2020 10:34
font-size

ანონსი - 22.09.20

11:00 - პარლამენტთან ამნისტიის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება.

საკონტაქტო: 598 549 484

11:00 - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
თემა: პოლიტიკური ნიშნით სკოლის დირექტორების სამსახურიდან გათავისუფლება
მის: 300 არაგველები, ქეთევან წამებულის 47
საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

11:00 - საია და EMC ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: საიამ და EMC სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის შესრულებაზე გაეროში ალტერნატიული ანგარიში წარადგინეს.
მის: კახიძის #15 (საიას სათაო ოფისი)
საკონტაქტო: ლევან ქათამაძე - 577 07 05 00

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „პრიორიტეტული მიმართულების განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მამუკა ხაზარაძის რუსული კავშირები. „თიბისი ბანკის“ მიერ უსახლკაროდ დატოვებული კონკრეტული მოქალაქეები, რომლებიც პრესკონფერენციას დაესწრებიან.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარტიის საერთაშორისო ექსპერტი ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში ზაზა წერეთელი გამართავენ ბრიფინგს.
თემა: „სწავლა სკოლებში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის პირობებში - გამოწვევები, რისკები, პრევენცია, მსოფლიო გამოცდილება“.
მის: შარტავას ქ.16ა.
საკონტაქტო: დოდო შონავა - 577518333

12:00 - თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის და ვეტერანების საქმეთა სამსახურის ინიციატივით, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, აფხაზეთის ომში დაღუპული ძმების ვასილ და ნუკრი წიკლაურების სახელობის სკვერი გაიხსნება.
მის: ცოტნე დადიანის ქუჩა (მეტრო „ნაძალადევის“ გვერდით)
საკონტაქტო: ეკატერინე კაკულია - 599 24 88 15

12:00 - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

13:00 - პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, პარტიის ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სახელმწიფოს მხრიდან მიტოვებული ბიზნესი და გასართობი ცენტრების მეპატრონეთა უპრეცედენტო გადაწყვეტილება.
მის: კოსტავას 21, მე-3 სართ.
საკონტაქტო: 593 55 55 76

14:00 - ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე ყველა ბავშვის თანაბარი ხელმისაწვდომობის შესწავლასთან დაკავშირებით შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფისა და საკითხით დაინტერესებულ პირებს შორის დისტანციურ რეჟიმში შეხვედრა გაიმართება.
15:00 - ,,არჩევანი სამშობლოსათვის" ლიდერი ლელა გულედანი, ქვეყანაში, დევნილთათვის ადვოკატთა მომსახურების არ არსებობასა და მათთვის, სრულყოფილი იურიდიული დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრებს.
მის: ყაზბეგის 47
საკონტაქტო: 557494724