უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

22 ოქტომბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 22.10.18

10:00 - „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: წინა საარჩევნო გარემო.
კოსტავას #40.
საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

10:30 - კოჯორში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივის - „მწვანე პოლიტიკის" სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაცია - „მწვანე პოლიტიკა -ეკოტრანსპორტი" გაიმართება, რომელსაც პრემიერი დაესწრება.
ბიოლი - სამედიცინო ველნეს ცენტრი

10:30 - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში, მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მედალოსნების და მონაწილე სპორტსმენების მიღება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები.
მაჩაბლის 11
საკონტაქტო პირი თეონა ომანაძე: 599 58 00 01

10:30 - მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
თემა: „ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების საგანგაშო მაჩვენებელი და მოწამლული არასრულწლოვნები და ახალგაზრდები; მარიხუანას უმძიმესი შედეგები“.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ნარკოლოგ თათა ასათიანის პრესკონფერნცია გაიმართება.
თემა: მარიხუანას მოხმარების ფაქტები სკოლებში. რა მავნე გავლენა აქვს მოზარდებზე მარიხუანას მოხმარებას. შსს-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით.
ა.წერეთლის 99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49.
საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

11:00 - " ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: კორუფციული ფაქტები.
ჭავჭავაძის გამზ. #29
საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551662525

11:00 -იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.
ბოჭორმის ქ. 12
საკონტაქტო პირი: ქეთევან ლაცაბიძე - 995 555 22 30 04

11:30 - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: "გირჩის" მიერ ორგანიზებული ე.წ. კანაფის ფესტივალი - რას ელოდა პარტია და რა შედეგი მიიღო. მარიხუანას მოხმარების ფაქტები სკოლებში. ნარკოპოლიტიკა
ა.წერეთლის 99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49.
საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

12:00 - მცხეთაში, „მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის“ აუტიზმის ცენტრის მშენებლობის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორის არასამთავრობო ორგანიზაციის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მცხეთა, დავით აღმაშენებლის N 156.
საკონტაქტო პირი ქრისტინა ზამბახიძე - 599 298 833.

12:30 - ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის - „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“, გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
შალვა დადიანის 2/1

14:00 - სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.

16:00 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

16:30 - 20:00 - სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ , პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.

18:00 - მწერლის სახლში ჩატარდება ლადო კოტეტიშვილის წიგნის -„კეთროვანთა ზღაპრები“ წარდგენა.
მაჩაბლის 13

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`