უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

22 ოქტომბერი, 2019 10:00
font-size

ანონსი - 22.10.2019

10:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ (ყოფილი „ყაზტრანსგაზი“) ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე და კომერციული დეპარტამენტის უფროსი ედიშერ ხორავა პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ნოემბრიდან ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება; ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტი: რა სანქციების დაწესებაა დაგეგმილი და რამდენად საკმარისია ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? აფეთქება გურამიშვილის გამზირზე და ადგილობრივების განცხადებები კომპანიის პასუხისმგებლობაზე. როგორია სტატისტიკა კუსტარულად დამონტაჟებული მოწყობილობების მოხმარებასთან დაკავშირებით. ზამთრის სეზონის მოახლოება და რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:00 - "პირველი რადიოს“ პრესკლუბში ფონიჭალის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფი ბრიფინგს გამართავს.
თემა: თბილისი - რუსთავის ავტობანის მშენებლობა.
საკონტაქტო: მარიამ ქოჩუა 555 63 98 18

11:00 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21 ოქტომბერს ჩატარებული სემეკის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგებს დაამტკიცებს.
მის: ა. მიცკევიჩის N19

11:30 - ადვოკატი ნონა ფილაური და მკვლელობისთვის მსჯავრდებულის დედა მედიაცენტრ „მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: სოფელ ჯავახში, გიორგი ადუაშვილის მკვლელობის ახალი გარემოებები - მამის მიერ ჩადენილი მკვლელობისთვის შვილი დააკავეს.
მის. მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12:00 - ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეების - გივი ცინცაძისა და დავით ჯაშის ადვოკატი და ბრალდებულის მეუღლე მედიაცენტრ „მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.
მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12:00 - GMTV-ს პრესკლუბში, თემაზე - „ერთიანი ფრონტი სრულმაშტაბიანი ბრძოლისთვის და რევოლუციური განწყობა დევნილებში“ - აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პოზიცია დაფიქსირდება და გაჟღერდება ახალი დეკლარაცია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით.
მის: გურამიშვილის 78
საკონტაქტო: 599 88 97 18

12:00 - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

13:00 - თბილისში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, მოქალაქე ალექსანდრე წვერავას იაფ მედიკამენტებს გადასცემს და საგანგებო განცხადებას გააკეთებს იმ ბარიერების შესახებ, რასაც აუდიტის სამსახური უქმნის იაფი მედიკანენტების კამპანიას.
მის: არჩილ ქურდიანის 10, ბინა 8, მე-4 სართ.
საკონტაქტო: 599 21 41 04 კახა კუკავა

13:00 - "ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ინიციატივა - 125 000 სოცდაუცველი ოჯახისთვის ელექტრონული სიგნალიზატორის, ე.წ დეტექტორის გადაცემასთან დაკავშირებით. ბიუჯეტი და პროცედურები.
ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებლი.
მის: ზ. ავალიშვილის 8. (პირველი სართული)
საკონტაქტო: 551662525

14:00 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრ ტიგრან ავინიანს შეხვდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

15:00 - საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ წევრები „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებს შეხვდებიან.
საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
16:00 - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

16:00 - სასტუმრო „რედისონში“ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის დირექტორი ლორენს მერედიტი პრესისთვის კომენტარს გააკეთებს.
საკონტაქტო: თამარ მიქაძე 599 53 30 31

18:00 - სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ორგანიზებით კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართება. კვლევა საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაინახოს თუ რა მდგომარეობაა საქართველოში მოქმედ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში CSR-ის მიმართულებით. კვლევაში მონაწილეობა 1000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. საკონტაქტო: ეთუნა ცოტნიაშვილი, 599 512215