უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

22 ნოემბერი, 2019 10:00
font-size

ანონსი - 22.11.19

10:00 - „საიას“ ადვოკატი აქციაზე დაკავებული ორი პირის სახელით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

10:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრიაშვილისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

10:00 - ბათუმში, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი და „კომანდან ბირო“-ს მეთაური, მე-3 რანგის კაპიტანი მაქსიმ ლერუა შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.
მის: ბათუმის პორტის მეათე ნავმისადგომი.

10:30 - საპარლამენო უმრავლესობის წარმომადგენელი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
მის: მიხეილ ჭიაურელის 19
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, დეპუტატი ლევან კობერიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასება.
საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

11:00- პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული).

11:30 - ბიუროს ოთახის წინ, პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი განცხადებას გააკეთებს.

12:00 - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: განცხადება პოლიტიკური დევნის შესახებ და განათლების კომიტეტის დატოვება. ოპოზიციის საპროტესტო აქციები და პოზიცია 26 ნოემბერს დაგეგმილ პარლამენტის პიკეტირებასთან დაკავშირებით, რა სტრატეგია ექნება გედევან ფოფხაძეს.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - "სტრატეგია აღმაშენებლის" ფარგლებში, პოლიტიკური პარტიები და სფეროს სპეციალისტები, შეხვედრა -დისკუსიას გამართავენ.
თემა: პროპორციული არჩევნები, საქართველოში შექმნილი კრიზისი და გამოსავალი.
მის: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“. თელავის ქ. N20
საკონტაქტო: 551 66 25 25 თამარა ჯინჭარაძე

12:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ხაბარელი, რომელმაც პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, განცხადებას გააკეთებს.
თემა: ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება - ოპოზიციის საპროტესტო აქციები და პარლამენტის შენობის დაგეგმილი პიკეტირება; პოზიცია ინიციატივაზე, რომელიც არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

14:00 - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ სამოქმედო გეგმაზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
მის: სობჩაკის 3, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ოფისი.
საკონტაქტო : ლელა გიორგაძე - 591949545

14:15 - ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს შენობა გაიხსნება.

15.00 - ორგანიზაცია ’’გაბედე ’’ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პიკეტირებას გეგმავს.
საკონტაქტო: კოსტანტინე შუბითიძე 558 20 83 10

15:00- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება ანტიბიოტიკების ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება სლოგანით: ანტიბიოტიკების მომავალი დამოკიდებულია ყველა ჩვენგანზე!
საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, ამბროსი კეკელიძე 599 94 64 31

15:00 - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში შედგება „რეფორმების ლაბის“( ექსპერტთა გაერთიანება) შეხვედრა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან.
მის: კოსტავას 75ბ.(ყოფილი ტელეკომპანია „მზის“ შენობა)
საკონტაქტო: ნინო ხომერიკი 599 88 15 05

16:00 - პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ილიას და აკაკის ძეგლთან, „სახალხო პარტია“ აწყობს აქციას ნოემბრის შიმშილობის დაწყების 31 წლისთავთან დაკავშირებით.
საკონტაქტო: შალვა ჩხაიძე 595 611011

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`