უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

23 იანვარი, 2020 10:51
font-size

ანონსი - 23.01.20

10:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და თემურ გოგოხიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

10:15 - თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილისა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

10:30 - სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ანგარიშის „საქართველოს უზენაესი სასამართლო - ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი“ პრეზენტაციას გამართავს.
მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი , საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, USAID საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების მიმართულების დირექტორი ადამ შმიტი.
მის: შოთა რუსთაველის გამზ.#13
საკონტაქტო: მაგდა გუგავა - 599420206

10:30 - თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 - საქართველოს პარლამენტის წევრი, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: 30 იანვარს დაგეგმილი რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები. მისამართი: გალის ქუჩა #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნესტან ლონდარიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნა. მიმართვა პროკურატურას.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატები გიორგი ჩერქეზია და სალომე აბესლამიძე პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: აზარტული თამაშების კომპანიაში მოთამაშეებმა ჯეკპოტი მოიგეს, რომელსაც კომპანია არ გასცემს. ადვოკატების მტკიცებით, კომპანია თაღლითობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთა მოთამაშეების პერსონალურ მონაცემთა ხელყოფის ფაქტები.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

12:00 - საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტთან შეხვედრას გამართავენ.
ფრაქციის სათათბირო ოთახი N218 (C კორპუსი, II სართული)

13:00 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური ქსელის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) 2019 წლის რეიტინგებში საქართველოს შედეგები გასაჯაროვდება.
მის.: დავით აღმაშენებლის #61
საკონტაქტო პირი: ნინო ხუციძე - 593 266 177

13:00 - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართება , რომელზეც ახალგაზრდებში სუიციდის, აზარტული თამაშებისა და ნარკომანიის პრევენციის, ახალგაზრდების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და სიჯანსაღის, განათლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების ინიციატივა განიხილება.შეხვედრას ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად დაესწრებიან ამ სფეროში მოღვაწე ფსიქოლოგები, ნარკოლოგები და იურისტები.
მის: კოსტავას 75ბ (ყოფილი ტელეკომპანია „მზის“ შენობა)
საკონტაქტო: ნინო ხომერიკი - 599-88-15-05

13:00 -თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

15:00 - საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრას გამართავენ.
მის: ჭავჭავაძის გამზირი, #64ბ

19:00 - წიგნის სახლში "ლიგამუსი" პრემია "ლიტერას" ლაურეატი მწერლის, იაგო თვალაბეიშვილის ახალი წიგნის - "გარდასულები" წარდგენა გაიმართება.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`