უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

23 ოქტომბერი, 2018 10:00
font-size

ანონსი 23.10.18

10:00 -საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კორპორაციული მართვის თემაზე კონფერენციას გახსნის.

გორგასლის ქ. N16

10:30 - ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ წარმოადგენს ანგარიშის პრეზენტაციას - "ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად.
პირველი რესპუბლიკის მოედანი N1, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია"
საკონტაქტო ტელ.: 591 994 815

11:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სხდომა საქმეზე, სადაც იგორ გიორგაძე ლაშა ტუღუშსა და DFwatch-ს გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიისთვის ედავება.

11:00 - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართება.
თემა: „ენერგეტიკის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი: შესაძლებლობები და გამოწვევები“.
თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

11:00 - ადვოკატები მედიაცენტრ „მთავარის” პრესკლუბში პრესკოფერენციას გამართავენ.
თემა: ფარული ჩანაწერების განხორციელების შემდეგ ციხეში შესვლა გართულდა. რატომ ვერ შედიან და რა რთული პროცედურების გავლა უწევთ ადვოკატებს, პროკურორებსა თუ უფლებადამცველებს.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

11:00 - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორის, მამუკა სალუქვაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: მიწისზედა მეტროს განვითარების პროექტი; თბილისის გენგეგმა.
ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:30 - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა.: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმა, „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პროექტი, მიწისზედა მეტროს განვითარება.
ა. წერეთლის გამზ. #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა #49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და გრიპის ეპიდზედამხედველობის შესახებ პრეკონფერენციას გამართავენ.
თბილისი, კახეთის გზატკეცილი, ალექსეევკის დასახლება N3
საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი - 595 956 103; სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

12:00 - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში სპორტის 7 სახეობაში „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ გაიმართება.
თიანეთის გზატკეცილი № 25
საკონტაქტო ტელ.: 555 55 57 52

15:00 - „საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია“ პროექტის – „ბიბლიოთეკარი, როგორც თემის მობილიზატორი და თემის გამაძლიერებელი“, შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება „პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის“ მიერ დაფინანსებული და განხორციელებული სათემო პროექტები.

15:00 - FMO-სა და „თიბისი ბანკს“ შორის 100 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც FMO-სა და „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორები გაუძღვებიან.
მარჯანიშვილის ქ. #7, (მე-3 სართული), „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`