უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

24 სექტემბერი, 2021 09:26
font-size

ანონსი - 24 სექტემბერი

10:30 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLOG), მხარდაჭერით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კვლევის „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა საქართველოში“ პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ადგილობრივი უფლებადაცვითი და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე პარლამენტის, მთავრობის, პოლიტიკური პარტიების და საელჩოების წარმომადგენლები.
მის: შოთა რუსთაველის გამზ.13
საკონტაქტო: ანასტასია რაიკი - 597 114 472

10:30 საათზე, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ერწოს ქუჩა 11 (მეტრო ღრმაღელესთან).
საკონტაქტო: 571 504631

11:00 საათზე, „ლელოს“ მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვატო სურგულაძე მოსახლეობასთან ერთად დიდ დიღომში გააპროტესტებენ მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ დაგეგმილ მშენებლობას.
მის: დიდი დიღომი. დემეტრე თავდადებულის 14ა

11:15 საათზე, ადვოკტები ფარული მიყურადების ფაილებთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.
მის: ერწოს ქუჩა 11 (მეტრო ღრმაღელესთან).
საკონტაქტო: 571 504631

12:00 საათზე, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები, არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან (ENEMO) შეხვედრას გამართავენ.
მის: ჭოველიძის 10 (პარტიის ოფისი)

14:00 საათზე, „თბილსერვისიდან“ გათავისუფლებული ირაკლი ბაღდავაძე და პარტია „ელენე ხოშტარია - დროას“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიგა ლემონჯავა, თბილისის მერიის და „თბილსერვისის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.
მის: აღმაშენებლის ხეივანი N64 (საქალაქო სასამართლო ).

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი