უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

24 იანვარი, 2019 10:42
font-size

ანონსი 24.01.19

10:30 - სასტუმრო „იოტაში“ გაიმართება შეხვედრა თემაზე „საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება საქართველოში – გამოწვევები და შესაძლებლობები“.

ლერმონტოვის ქ. #10
საკონტაქტო პირი მერი მახარაშვილი - 599 500137

10:30 - სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და ფრანგულ-სლოვენურ კონსორციუმ ‘“სადე-რიკოს“ (Sade-Rico) შორის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყების შესახებ.
ღონისძიებას დაესწრებიან: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

10:30 - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: გრიპის ვირუსი, ავადობა და ვირუსის მეორე ციკლი; წითელას შემთხვევები და ეპიდემიური მდგომარეობა.
მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

10:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმა - რა პრობლემები იკვეთება პროცესში. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გზებზე კვლავ გაუმართავი მანქანები არ ხვდებოდეს? არის თუ არა საფრთხის ქვეშ რეფორმა? ტაქსების რეფორმა - კახა კალაძის განცხადება ტაქსის ფასებთან დაკავშირებით.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრის, შალვა ოგბაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმა - რა პრობლემები იკვეთება პროცესში. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გზებზე კვლავ გაუმართავი მანქანები არ ხვდებოდეს? არის თუ არა საფრთხის ქვეშ რეფორმა? ტაქსების რეფორმა - კახა კალაძის განცხადება ტაქსის ფასებთან დაკავშირებით.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

11:00 - პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში სერგი კაპანაძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა - არაღიარება და ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი.
საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08
მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

11:00 - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელები, სერგო ჩიხლაძე და მანანა ჯებაშვილი, ბრიფინგს გამართავენ.
თემა: ღორის გრიპი და წითელა.
ჭავჭავაძის #28
საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

11:00 - გრიპის თემაზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართება, სადაც გრიპის ანტივირუსული ვაქცინების განაწილების საკითხი განიხილება.
წერეთლის #144, ჯანდაცვის სამინისტრო
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

11:00 - საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ჩადენილი უკანონო ქმედებები. ფაქტები კონკრეტული პატიმრების შესახებ.
ჭავჭავაძის ქ.#22

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმა - რა პრობლემები იკვეთება პროცესში. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გზებზე კვლავ გაუმართავი მანქანები არ ხვდებოდეს? არის თუ არა საფრთხის ქვეშ რეფორმა? ტაქსების რეფორმა - კახა კალაძის განცხადება ტაქსის ფასებთან დაკავშირებით.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

12:00 - „ღია საზოგადოების ფონდის“ ოფისი კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პრესკონფერენციას მართვს.
თემა: კოალიციის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან და პროცედურებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილი წინადადებები და რეკომენდაციები.
ჭოველიძის ქ. #10
საკონტაქტო პირი სოფო ხუციშვილი - 599 911 811

12:00 - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორს მიხეილ ხიდურელს შეხვდებიან.
ა. ბელიაშვილის ქ. #106
საკონტაქტო პირი ცირა იობაშვილი - 598 544 415

12:00 - "ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ინიციატივით, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში , ანტონიო ენრიკო ბარტოლი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
ჯორბენაძის ქ. #9ა, ავლაბარი, იტალიის ელჩის რეზიდენცია
საკონტაქტო პირი ლელა გოგოლაძე - 598668806

15:00 - სასტუმრო „რუმსში“ (Event Room) სპეციალურ პრესკონფერენციაზე 2019 წელს საქართველოში თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნის, მსოფლიო მასშტაბის მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ვიზიტი დაანონსდება. პრესკონფერენციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი გაუძღვებიან.
კოსტავას ქ.N14

17:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის“ სარჩელის დასაშვებობის საკითხი განიხილება. დავა სახელმწიფოს მიერ აღმაშენებლის N38-ში მდებარე სომხური თანდოიანცის ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრებაში გადაცემის კანონიერებას უკავშირდება.