უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

24 იანვარი, 2020 10:00
font-size

ანონსი - 24.01.20

10:00 - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ოფისში საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თემა: ,,შრომითი დავები არბიტრაჟში“.

11:00 -თავისუფლების ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევის მოთხოვნასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ალექსიძის #1 ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა. საკონტაქტო: კატო კოპალეიშვილი-555 55 20 20

11:00 - „საფარის“ ოფისში ორგანიზაციის ბენეფიციარის თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებით მორიგი პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: გახოკიძის N11ა

11:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატები გიორგი ჩერქეზია და სალომე აბესლამიძე პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: აზარტული თამაშების კომპანიაში მოთამაშეებმა ჯეკპოტი მოიგეს, რომელსაც კომპანია არ გასცემს. ადვოკატების მტკიცებით, კომპანია თაღლითობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთა მოთამაშეების პერსონალურ მონაცემთა ხელყოფის ფაქტები.პრესკონფერენციას დაესწრებიან პირები, რომლებმაც თანხები მოიგეს.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:00 - სასტუმრო "თბილისი მარიოტში" „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად განიხილავენ.
საკონტაქტო: ლელა გოგოლაძე - 598668806; მედეა ლაშხია - 555386898

11:00 - საქართველოს პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
მის:გალის ქუჩა #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)
საკონტაქტო:ეკა გულუა-599726565

11:30 - საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
მის: გალის ქუჩა #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)
საკონტაქტო: ეკა გულუა -599726565

12:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

12:00 - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ხატია დეკანოიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
მისამართი: კახეთის გზატკეცილი 45 ა.

12:00 - უზენაეს სასმართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების, გუგა ბარბაქაძისა და ლევან ჯანაშიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

12:00 - საქართველოს პარლამენტის წევრი, ენძელა მაჭავარიანი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში არსებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის კლინიკის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

13:00 - ლაშა ჩხარტიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის ოფისში დაკითხვაზე დაიბარეს. ჩხარტიშვილი დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდება.
მის: ასათიანის #9
საკონტაქტო: ელენე ბერიძე-593 544 333

13:00 - პარტია “ლელო საქართველოსთვის” ზუგდიდის ოფისს გახსნის და ადგილობრივ გუნდს წარადგენს.
მისამართი: ზუგდიდი, იონა მეუნარგიას #2
საკონტაქტო: 577403734

13:00 - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა
კომიტეტის სათათბირო ოთახი N238 (C კორპუსი, II სართული)

14:00 - ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
მის: ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №32
საკონტაქტო : გვანცა გულიშვილი -5 99 046 226

15:00 - ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) განათლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას - “ტოლერანტობა და მრავალფეროვნება საქართველოს სკოლებში” უმასპინძლებს.
მის: სასტუმრო ,,რუმსი", (მერაბ კოსტავას #14)
საკონტაქტო: ნინო თეთრაული, 599 327 787

19:00 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის საკონფერენციო დარბაზში T102 , ახალი სივრცის – ტექნოლოგიური ლაბორატორია უნილაბის პრეზენტაცია გაიმართება.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`