უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

24 აპრილი, 2019 10:00
font-size

ანონსი 24.04.19

10:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში“ „დაზარალებულ მენაშენეთა გაერთიანების" წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: დაუსრულებელი მშენებლობები და დაზარალებული მენაშენეების მწვავე მდგომარეობა. დაზარალებულ მენაშენეთა უფლებების დაცვა.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი გრიგოლ გეგელია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საგანგებო მოწოდება-ინიციატივა პარლამენტს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ბავშვებში შიმშილის პრობლემის დაძლევასთან დაკავშირებით.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო: 598 52 22 47; 593 53 45 24

11:00 - თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.
ჟ.შარტავას ქ.N7
საკონტაქტო: 32 2 37 85 88

11:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის პროცესი გაიმართება.

11:00 - სასტუმრო კომპლექს King David - ში გაიმართება სიტყვის თავისუფლებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელიც ხორციელდება IDFI-ს, ნაუმანის ფონდისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით.
კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები: გიორგი კლდიაშვილი, სულხან სალაძე, ნატა ძველიშვილი, თამარ კინწურაშვილი, მერაბ მეტრეველი, ნინო ზაუტაშილი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ზურა ვარდიაშვილი.
მერაბ ალექსიძის 12, XVII სართული
საკონტაქტო : თამარ გეგენავა 555 54 87 71

11:00 - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ფოჩხიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: სანქციები, რომელიც „ჭიაკოკონობას“ ნებისმიერი ტიპის ნარჩენის დაწვისთვის დაეკისრებათ - გაფრთხილება მოსახლეობას.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

11:00 - პრაიმტაიმის პრესკლუბში, დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება.

11.00 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნება. ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, ევროპის აკადემიის პრეზიდენტი სირდ ქლოეთინგი, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის დირექტორი დავით ფრანგიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, მუზეუმი

11:00 - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11:30 - პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექიმი-ტოქსიკოლოგის, ინგა ღვინერიას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, დავით ჯორბენაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ტყვია ბავშვების სისხლში - აჩვენებს, თუ არა კვლევის შედეგები საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემას? რას იწვევს ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობა და როგორია ამ დროს მკურნალობა. რა ნაბიჯი უნდა გადადგას სახელმწიფომ? მიმართვა მერიას და ინიციატივა მუნიციპალური პროგრამის დაწყების შესახებ.
ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:30 - „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუა „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: საკეისრო კვეთის აკრძალვით მიღებული კატასტროფული შედეგები - ჩვილთა და დედათა მომატებული სიკვდილიანობა, სტატისტიკა და რა შედეგი მოგვცა აკრძალვამ.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

12:00 - სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" დამოუკიდებელი დეპუტატები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრას გამართავენ.
თელავის ქ #20
საკონტაქტო: ნია ქირია 577427283

12:00 - მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, მშენებელ კომპანიასთან და გერმანელ ექსპერტთან ერთად წყნეთი - ბეთანიის დასრულებულ გზას დაათვალიერებენ.
საკონტაქტო: ილონა ხვიჩია - 591705481

12:00 - პარლამენტში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

12:00 - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (ჩ კორპუსი, IV სართული)

12:00 - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

13:00- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მოსამართლე მაია გიგაურის ხელმძღვანელობით, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, დისკრიმინაციის საფუძველზე, „VTB ბანკ ჯორჯიას” ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის საქმის განხილვას განაახლებს.
დავით აღმაშენებლის ხეივანი 12-კმ N6, დარბაზი #58
საკონტაქტო: 599 291202

14:00 - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

15:00 - ზაზა სვანაძის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ სააპელაციო საჩივარს. აგრეთვე 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება აქცია.
საკონტაქტო პირი: ალექსანდრე კობაიძე - +995 598 549 484, ლაშა შუკაკიძე - 557959989

16:00 - პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფი - “სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუსმენს
საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

18:00 - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია თემაზე - „სამართალი ლიტერატურაში.“
ზუბალაშვილების ქუჩა N36
საკონტაქტო: 2 98 78 78, 558132241

19:00 - ახალ სახელოვნებო სივრცეში - „ბარნოვის ხელოვნების სახლში“, გურამ წიბახაშვილის გამოფენა - „ზამთარი გადატანილია“ და ფოტოგრაფის ამავე სახელწოდების წიგნის პრეზენტაციით გაიხსნება.
რუსთაველის N18; მესამე სართული, „ბარნოვის ხელოვნების სახლი“.