უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

24 სექტემბერი, 2020 10:00
font-size

ანონსი - 24.09.20

11:00 - „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პანდემია, ინფლაცია და პურის ფასები.
მის.: გალის ქუჩა #1.
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

11:00 - დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე პარლამენტთან აქციას გამართავს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.
თემა: შეიზღუდოს საარჩევნო კაბინაში მობილური ტელეფონის შეტანა
მის.: შოთა რუსთაველის გამზ. N8
საკონტაქტო: 599437403

11:00 - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი გახსნიან.
პრეზენტაცია გაიმართება ონლაინ, Zoom აპლიკაციის გამოყენებით.

11:00 - საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო რელიგიური უმცირესობებსა და რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, 2020 წელს შემუშავებულ რეკომენდაციებს წარადგნენენ.
მის.: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“, თელავის ქ. 20

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საფინანსო საკითხების ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: ლარის გაუფასურების ტენდენცია - როგორია პროგნოზი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებით. მოსალოდნელია, თუ არა ფასების ზრდა?
მის.: კოსტავას ქ.47/57

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი განცხადებას გააკეთებს.
თემა: ლარის გაუფასურების ტენდენცია - როგორია პროგნოზი ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებით. მოსალოდნელია, თუ არა ფასების ზრდა?
მის.: კოსტავას ქ.47/57

12:00 - ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
თემა: „ნუ გვატყუებთ, ბიზნესი შველას ითხოვს“.
მის.: თბილისი სანაპიროს N 2
საკონტაქტო: 555 365972

12:00 - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

13:00 - „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: სადგურის მოედანი 2
საკონტაქტო: 577624445

13:00 - პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის და სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან გათავისუფლებული მეხანძრის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: „სისტემაში არსებული პრობლემები და აბსოლუტური უპერსპექტივობა“.
მის.: ქეთევან დედოფლის #54

14:15 - საქალაქო სასამართლოში ევკალიპტის ხის რამდენიმე წლიანი დავის სასამართლო პროცესი გაიმართება, ადგილზე გიორგი ვაშაძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: დავა ევკალიპტის ხის გადასარჩენად გაერთიანებულ ოპოზიციას და ფინანსთა სამინისტროს შორის.
მის.: თბილისის საქალაქო სასამართლო
საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

15:00 - „მრგვალი მაგიდა: ქართული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები და აუცილებელი რეფორმები - 2020-2024 “ გაიხსნება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: „გირჩი“- ზურაბ ჯაფარიძე; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“- დავით ბაქრაძე/გიგა ბოკერია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი ბარამიძე; „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ - ნინო ბურჯანაძე; „თავისუფალი საქართველო“ - კახა კუკავა; „ლელო საქართველოსთვის“ - მამუკა ხაზარაძე/ბადრი ჯაფარიძე; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - გიორგი ვაშაძე; ქართული ოცნება - ირაკლი კობახიძე.
მის.: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, შიდა ეზო; ა. ფუქრცელაძის ქ. # 3

15:00 - ,,არჩევანი სამშობლოსათვის” ლიდერი, ლელა გულედანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან აქციას გამართავს.
თემა: აფხაზეთის მთავრობა გოგა ხაინდრავას ახალ ფილმს 200 000 ლარით დააფინანსებს
მის.: უზნაძის 68
საკონტაქტო: 557494724

16:10 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას შეხვედრა გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)