უკან

ანონსები

25 იანვარი, 2021 10:25
font-size

ანონსი - 25.01.21

11:30 - „პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის" თავმჯდომარე და „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის" თავმჯდომარე „მედიაცენტრ მთავარში" საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: უკმაყოფილო პაციენტთა მთელი არმია და ციხეში გაშვებული ექიმები - საჩივრები ექიმების წინააღმდეგ და ტენდერი, საჩივრების განმხილველ 50 ლარიან ექიმებზე.
მისამართი: გალის ქუჩა #1.
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

12:00 - პარლამენტის აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით, გაიმართება სამუშაო შეხვედრა აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „აგროტურიზმის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში საფეხბურთო კლუბ „კოლხი გულრიფშის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლელა ბერიძე და და საფეხბურთო კლუბ „სოხუმის დინამოს" გენერალური დირექტორი დავით თაქთაქიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი საფეხბურთო კლუბების ფინანსური პრობლემები
მის: კოსტავას ქუჩა 47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24

15:00 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

15:00 - არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ პარლამენტის წინ მართავს აქცია პერფორმანსს, სახელწოდებით “პანდემიასთან ბრძოლა ადეკვატური ნაბიჯებით“
საკონტაქტო: თეონა ნაბახტეველი 598 510 106

15:00 - თბილისის საქალაქო სასამართლოში მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

16:00 - მწვანეები მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ.
თემა: აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, გაუქმდეს კომენდანტის საათი.