უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

25 მარტი, 2019 10:00
font-size

ანონსი 25.03.19

10:00 - „ღია საზოგადოების ფონდი საქართველოს“ ოფისში, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მართავს ბრიფინგს. შეხვედრაზე მედია გაეცნობა იმ საკითხებსა და მოსაზრებებს, რომლებიც კოალიციის წევრებმა ვენეციის კომისიას გაუზიარეს. საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს მოსამართლეთა წარდგენისა და შერჩევის თაობაზე.

ჭოველიძის ქ. #10

10:30 - სასტუმრო “თბილისი რუმსში“, საპარლამენტო რეფორმის მიმდინარეობასა და პირველად შედეგებზე იმსჯელებენ. პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღეში მიღწეულ შედეგებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შეაჯამებენ.
კოსტავას #14

11:00 - საქართველოს საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე და კომპანია „აირზენას“ წარმომადგენელი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: პრობლემები ბიზნესში - „აირზენა“, „ანაგი“ და დახურვის პირას მყოფი სხვა კომპანიები.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11:00 - „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე ხელმოწერებს შეაგროვებენ.
წყნეთი, გურამიშვილის ქ.81. კოსტავას ქ.34
საკონტაქტო:მაკუნა ჟვანია 599434308

11:00 - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

12:00 - საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის.

12:00 - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

12:00 - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

13:00 - საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ანჩისხატის დაბრუნების პროექტის საინიციატივო ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავს.
სასულიერო პირები და მორწმუნე საზოგადოება მოითხოვს საინიციატივო ჯგუფის მიერ ანჩისხატის ტაძრისთვის შექმნილი სახატე-ვიტრინის პროექტის დროულად განხილვა-განხორციელებას. აგრეთვე კულტურის უწყების შესასვლელთან დაიწყება სადღეღამისო ლოცვა.
სანაპიროს ქ.4
საკონტაქტო პირი: ზაზა ნანობაშვილი 555 399 923; 593 525 388

13:00 - "ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: სოციალური მუშაკების გაფიცვა
ჭავჭავაძის 29
საკონტაქტო: 551662525

13:00 - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14:50 - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

15:00 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

15:00 - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და ცენტრის წარმომადგენლები, თელავის N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.
თემა: აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისა და საგამოცდო პორცედურების გაცნობა.
თელავის N1 საჯარო სკოლა (ჭავჭავაძის მოედანი N8).

16:00 - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

16:00 - პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019