უკან

ანონსები

25 სექტემბერი, 2020 11:25
font-size

ანონსი - 25.09.20

12:00 - ადვოკატთა უფლებების შელახვასთან დაკავშირებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში წერილს შეიტანენ.

მის.: ჭავჭავაძის გამზირი #64 ბ (ევროკავშირის წარმომადგენლობა)
საკონტაქტო: 557067067

12:00 - N 8 პენიტენციურ დაწესებულებასთან, მოთხოვნით „დაისაჯოს ციხის უფროსი“ საპროტესტო აქცია გაიმართება.
საკონტაქტო: 598549484

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
მის.: კოსტავას ქ.47/57

12:00 - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: დაზარალებული წვრილი და საშუალო ბიზნესი, დაზარალებული გიდები
მის: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ მიმდებარე სკვერი
საკონტაქტო: 555 602 634

12:00 - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, დავით ონოფრიშვილთან შეხვედრა გაიმართება.
თემა: სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდის გადავადება.

12:00 - თბილისის XXII წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სრულად ონლაინ ფორმატში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის „ფეისბუქ“ გვერდზე - „Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი“ - გაიხსნება.

13:00 - „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი საბა ბუაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: მევახშეობა „ქართული ოცნების“ რიგებში.
მის: სადგურის მოედანი 2
საკონტაქტო: 577624445
13:00 - პარტია ,,მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე საარჩევნო პროგრამის ფარგლებში პარტიის ოფისში ადვოკატებთან ერთად ბრიფინგს გამართავს.
თემა: მართლმსაჯულების რეფორმა და მიმართვა პრეზიდენტს.
მის.: კოსტავას #21
საკონტაქტო: 593 555576

14:00 - „თავისუფალი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება კახა კუკავას ბრიფინგი.
თემა: დავით-გარეჯის კომპლექსის შესახებ მოლაპარაკებების დეტალები უნდა გასაჯაროვდეს.
მის: ონიაშვილის 80

14:00 - სტუდენტური ომბუდსმენი განათლების სამინისტროსთან აქციას სახელწოდებით, "ჩვენ გვინდა სწავლა“ გამართავს.
საკონტაქტო: თაკო მეტრეველი - 592057363

15:00 - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) საქართველოს საპარლამენტო არჩვენების სადამკვირვებლო მისიის გახსნის თაობაზე პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც მოხსენებით გამოვა ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი.
მის: სასტუმრო "Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace" (თეთნულდის საკონფერენციო დარბაზი)
საკონტაქტო: 591803941

17:00 - ზუგდიდში უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი, სახელმწიფო ორგანიზაციის იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს ახალი ოფისი გაიხსნება.
მის.:ზუგდიდი, ნარმანიას ქ. # 3
საკონტაქტო: ნინო ჩუტკერაშვილი - 577 400 675, 599 224 289