უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

26 მარტი, 2019 10:00
font-size

ანონსი 26.03.19

10:00 - „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი გაიმართება.

ჭავჭავაძის გამზ. 82.

10:00 - ბათუმში, სასტუმროში „ჰილტონში“ საარჩევნო ადმინისტრაციების მეცხრე ყოველწლიური შეხვედრა გაიხსნება.
შეხვედრის მთავარი თემაა „არჩევნების მთლიანობა - კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის სანდოობა ციფრულ ეპოქაში“. ღონისძიებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელი მეთ გოქული და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი გახსნიან.
ბათუმი, რუსთაველის გამზ. #40


10:00 საათზე, მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

10:30 - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ბრიფინგი გაიმართება.
თემა: „საქართველოს პარლამენტი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს“.
B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

10:30 - სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება „საქართველოში კარტოფილის მეთესლეობის გაუმჯობესების ეროვნული გეგმის“ წარდგენა.
მერაბ კოსტავას ქ.14
საკონტაქტო პირი: ნანა კალანდაძე - 577 02 58 55;

11.00 - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ჩართულობით და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცემა.
ნოდარ ბოხუას ქ. N25.

11:00 - მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია "MK Development"-ი, ამხანაგობა "მთაწმინდა რეზიდენსის" მობინადრეებთან ერთად გამართავს ბრიფინგს. საკითხი ეხება ტვერელის ტაძრის მიმდებარედ მიმდინარე მშენებლობის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს.
საკონტაქტო: ირაკლი დაუთაშვილი 574 102210

11:00 - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ია კერზაიას საქმეზე ანგარიშს წარადგენს.
ონიაშვილის 37.
ტელ: 598 89 00 21, რევაზ ბარამიძე, ISFED-ის PR და კომუნიკაციის ოფიცერი.

11:30 - პარლამენტში, “ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში ირმა ნადირაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაბარება
საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

13:00 - საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი ბრიფინგს გამართავს.
ათონელის ქ. N 25 (შემოსვლა სანაპიროს მხრიდან)

17:00 - ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტურ, აკადემიურ და სამეცნიერო საზოგადოებას შეხვდება და სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პარლამენტის განხილვაში არსებულ ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადებაზე პრეზენტაციას გამართავს.
პაატა სააკაძის ქ. 1, სართული С (მთავარი საკონფერენციო დარბაზი)
საკონტაქტო: 599 291202