უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

27 დეკემბერი, 2021 07:11
font-size

ანონსი - 27 დეკემბერი

09:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართება.

10:00 საათზე, „ახალგაზრდა თაობას" თავმჯდომარე დავით დონერიანი, თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს და მოუწოდებს, არ გააძვირონ ტრანსპორტი.
მის: ჟ.შარტავას 7, თბილისის მერია.
საკონტაქტო: დავით დონერიანი - 558 77 55 74

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, თანხების გაფლანგვის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 საათზე, თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართება.

11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული, გახშირებული უბედური შემთხვევები. კუსტარულად დამზადებული გამათბობლები, ბუნებრივი აირის გაჟონვასთან დაკავშირებული რისკები და უსაფრთხოების ნორმები- ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციები."
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში „სწრაფი რეაგირების სამსახური 114 -ის" უფროსი, ირაკლი დეკანოიძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: „ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული, გახშირებული უბედური შემთხვევები. ღია წვის კამერიანი დანადგარები და აფეთქების საფრთხეები – როგორია სტატისტიკა კუსტარულად დამონტაჟებული მოწყობილობების მოხმარების შესახებ. ზამთრის სეზონი და რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით."
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24

11:30 საათზე, ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვლი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ავტომობილები ისევ ბოლავენ - რატომ მოძრაობენ „დაბრაკული" მანქანები, როგორ გადიან თაღლითურად ტექდათვალიერებას; როგორია საშიში ავტომობილების სტატისტიკა.
მის: ერწოს ქუჩა 11.
საკონტაქტო: 599 72 65 65

12:00 საათზე, თბილისის მერიის ბიბლიოთეკების გაერთიანება პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ბიბლიოთეკებს 13 000-ზე მეტ წიგნს გადასცემს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრებიან.
მის: ტოსტოგონოვის ქ. 2
საკონტაქტო: 593616670

13:00 საათზე, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გამართავენ.

15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

15:45 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.

16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი