უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

27 მაისი, 2022 07:32
font-size

ანონსი - 27 მაისი

11:00 საათზე, GDI (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა) ანგარიშის „მედიის თავისუფლება საქართველოში“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: ლერმონტოვის ქ. 10 (სასტუმრო „იოტა“)

11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ გაიმართება, რომელსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირები დაესწრებიან.

მის: თელავის ქ.20

11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ მედიის განვითარების ფონდი (MDF) ახალი კვლევის - „რუსეთის ინფორმაციული ომი: 2 თვე უკრაინაში ინტერვენციიდან“ - პრეზენტაციას გამართავს.

11:00 საათზე, პოლონეთში მოკლული ქართველი ქალის საქმეზე "საფარის" და ქალთა მოძრაობის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: "ღია საზოგადოების ფონდი" (ჭოველიძის #4).

12:00 საათზე, ახალი სამოქალაქო ინიციატივის "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები წაიკითხავენ მანიფესტს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებს ითვალისწინებს.

მის: მერაბ კოსტავას N14.(სასტუმრო "სტამბას" ტერასა)

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია - 595519451

12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება ადგილი: პლენარულ სხდომათა დარბაზი

11:30 საათზე, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება და სხვა ინფექციები.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

13:00 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები პროფკავშირებთან ერთად აქციას გამართავენ. ექიმები ხელფასების მატებასა და ღირსეულ სამუშაო პირობებს მოითხოვენ.

მის: წერეთლის 117, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

16:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის - „უცხოეთის ცის ქვეშ - გულახდილი საუბრები“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: გუდიაშვილის 7

16:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.

17:00 საათზე, თბილისის საკრებულოში მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის IV საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი 2022“-ის თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თამარ მეფის დარბაზი (თავისუფლების მოედანი #2)

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი