უკან

ანონსები

27 მაისი, 2020 10:00
font-size

ანონსი - 27.05.20

10:00 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

10:30 - პარლამენტში, ბიუროს ოთახთან ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმები.
საკონტაქრო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

11:00 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განცხადებას გააკეთებს.
მის: ინგოროყვას 7

11:00 - თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარები გაკეთდება.

11:00 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

11:00 - ანა დოლიძის "მოძრაობა ხალხისთვის" პარლამენტის შესასვლელთან პერფორმანსს - "ხალხის კითხვები პრემიერს" გამართავს.
მის: რუსთაველის გამზირი N 8
საკონტაქტო: 599437403

12:00 - საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული).

12:00 - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტში, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

13:00 - მეტროს "თავისუფლების მოედანი“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია „თავისუფალი საქართველო“ საპროტესტო აქციას გამართავს.
თემა: აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

13:00 - მცხეთის მერიასთან, სუვენიერებით მოვაჭრეები „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილისა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენელთა მხარდაჭერით საპროტესტო აქციას გამართავენ.
საკონტაქტო: 558 29 69 80.

14:00 - , Zoom ფორმატში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ "მინიმალური ხელფასი საქართველოში" საზოგადოებრივი კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
რეგისტრაციის ბმული: https://us02web.zoom.us/webinar/register/WN_RySkcm3oQCyKzobG-fopBQ?fbclid=IwAR3RcmWJcDbbhYMD0l2ngHQisFaUC-s-AzTdAz9EybvA41hitMAk2fa7Toc.
საკონტაქტო: 32 2250728 (https://www.facebook.com/fesgeorgia/)

18:00 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით, ონლაინ სადისკუსიო პანელი „პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და საქართველო“ გაიმართება. ღონისძიების Live თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავა.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე