უკან

ანონსები

28 იანვარი, 2021 10:38
font-size

ანონსი - 28.01.21

11:00 - მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

11:00 - საქართველოს პარლამენტის წინ "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდების აქცია - პერფორმანსი გაიმართება.
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

11:30 - "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" თავმჯდომარე ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ხორბლის სუბსიდირებაზე ტენდერი გაიხსნა. შეიცვლება თუ არა ხორბლის ფასი, რომელიც პურზეც აისახება.
მის: გალის ქუჩა #1.
საკონტაქტო: ეკა გულუა 599 72 65 65

11:30 - ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი GDI -ის ოფისში ბრიფინგს გამართავს.
მის.: ჭავჭავაძის მეორე ჩიხი, #4/8, მეორე სართული

11:30 - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

12:00 - პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული).

12:00 - მოძრაობა "ხალხისთვის" არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად აქცია-პერფომანსს გამართავს - ჯიპებიდან ხალხი არ ჩანს - ქვეყანა უნდა გაიხსნას.
მის. რუსთაველის გამზ. N 10 (თბილისის კლასიკური გიმნაზიის წინ)
საკ: 599437403

13:00 - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის გაზრდისა და შეფასების ობიექტური სისტემის დანერგვის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან და საჯარო მიმართვას გაავრცელებენ.
მის: პავლე ინგოროყვას #9
საკონტაქტო: ანა ასტვაცატურიანი - 598639361; ბექა წიქარიშვილი - 599503876

14.00 - 5 არასამთავრობო ორგანიზაცია, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავს, სადაც სიმბოლურად დაუსვავს 41 კითხვას COVID-19-ს გაპოლიტიზებასთან, გააპროტესტებს შეზღუდვებს და ასევე მოსთხოვს პასუხს სამინისტროს უმოქმედობაზე ვაქცინასთან დაკავშირებით.
მის.: წერეთლის 144 (ჯანდაცვის სამინისტრო).
საკონტაქტო : დავით დონერიანი - 558 77 55 74

17:00 - პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული).

18:00 - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული).