უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

28 სექტემბერი, 2020 10:00
font-size

ანონსი - 28.09.20

10:00 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.

მის: ინგოროყვას 7

10:00 - სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მედიის წარმომადგენლებისთვის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს, საინვესტიციო დოკუმენტის „ლაივ“ პრეზენტაცია გაიმართება.

10:00 - „სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია ბრიფინგს გამართავს.
თემა: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ უკანონო დაჯარიმებებთან დაკავშირებით.
მის.: 300 არაგველები, ქეთევან წამებულის 47
საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634.

11:00 - მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 - ოპოზიციური პარტიები - „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი საქართველო“ ბორჯომში NDI-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე შეთანხმებული საკითხების ბოლო, მესამე ნაწილს მოაწერენ ხელს.
მის.: სახელმწიფო კანცელარიის წინ მოედანი.

11:30 - საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმი თემის, სომეხთა სამოციქულო და ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიების საკითხებს განიხილავს.

11:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი კავკასიის საკითხებში, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: დაძაბული ვითარება რეგიონში - საბრძოლო მოქმედებების განახლება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
მის.: კოსტავას ქ.47/57

12:00 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი განცხადებას გააკეთებს.
თემა: დაძაბული ვითარება რეგიონში - საბრძოლო მოქმედებების განახლება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
მის.: კოსტავას ქ.47/57

12:00 - ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, ორ მისამართზე ჩაატარებს.
მის.: ვაკის პარკის შესასვლელი
საკონტაქტო: ნათია კოსტავა - 599 30 20 67

12:00 - „ლელოს“ ერთ ერთი ლიდერი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ლარის გაუფასურება და საბანკო სესხების გადავადება.
მის.: სადგურის მოედანი 2 საკონტაქტო: 577524445

12:30 - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ გენერალური მდივანი ირაკლი შიხიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „ქართული მარშის“ საგანგებო განცხადება.
მის.: კოსტავას ქ.47/57
საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

12:30 - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი V სართული)

13:00 - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N238 (C კორპუსი, II სართული)

13:00 - „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: პანდემია, „კოვიდ დადასტურებული“ მძიმე პაციენტები და ახალი „კლასტერები“.
მის.: გალის ქუჩა #1.
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

15:00 - თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ მთარგმნელთა კონკურსში გამარჯვებულს დააჯილდოებს.
მის: მაჩაბლის ქ 13 (მწერალთა სახლი)
საკონტაქტო პირი: ჯაბა სიხარულიძე 577 28 87 87

15:00 - საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

15:00 -განათლების სამინისტროსთან მე-10 სკოლა აქციას გამართავს.
საკონტაქტო: მარიკა ჩიკვაიძე - 577376110.

16:00 - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

18:00 - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

18:00 - მთავრობის ადმინისტრაციასთან სტუდენტთა გაერთიანება "სტუდენტები დისტანციური სწავლების წინააღმდეგ" აქციას გამართავს.
საკონტაქტო: მარიამ დიმიტრაძე - 555 76 11 17

19:00 - საქართველოს ხელოვნების სასახლეში ჯემალ ჭკუასელის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.
მის.:ი.კარგარეთელის N6
საკონტაქტო: ხატია მუსერიძე - 555471696