ანონსები

ანონსი - 30 აპრილი
10:00 საათზე, „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (კორპუსი A, III სართული, ოთახი N304)
11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2025 წლის მარტი.
მის: ც. დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორი ბაია პატარაია და იურისტი ნინო ანდრიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ორგანიზაციის მიერ წარმოებულ სუროგაციასთან დაკავშირებულ ტრეფიკინგის საქმე
მის: აკაკი გახოკიძის 11ა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
12:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
15:30 საათზე საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩავა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების: ორსანტიას, კოკისა და შამგონას მოსახლეობას შეხვდება.