უახლესი ამბები
- 28.03.2023 11:522023 წლის თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი, შემცირდა - ეროვნული ბანკი
- 28.03.2023 11:45თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო ინციდენტებზე რეაგირებისა და უსაფრთხოების გუნდების გლობალურ ფორუმში გაწევრიანდა
- 28.03.2023 11:28საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა
- 28.03.2023 11:22სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
არქივი
ანონსები


ანონსი - 31 იანვარი
10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედრა გაიმართება მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე პრემიერთან რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანთან.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
10:35 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის შეხვედრა გაიმართება მოლდოვის რესპუბლიკის ვიცეპრემიერთან რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანთან.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება.
მის: ცოტნე დადიანის #30
11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშის „ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში, 2022“ პრეზენტაციას გამართავს.
მის: ა. გახოკიძის 11 ა, 0 სართ, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი.
11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: "ატმოსფერული ჰაერის ხარისხი ქვეყანაში: მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. ჰაერის მთავარი დამაბინძურებლები და მათი გავლენა ჯანმრთელობაზე"
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
13:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის შეხვედრა გაიმართება სტუდენტებთან საქართველოს პარლამენტის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)
15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წმ. ექვთიმე ღმრთისკაცის (თაყაიშვილი) თხზულებათა თორმეტტომეულს წარადგენენ.
გამოსვლები იქნებიან: აკადემიკოსი როინ მეტრეველი; მიტროპოლიტი დანიელი; პროფესორი ბება კუდავა; პროფესორი ნათელა ვაჩნაძე; აკადემიკოსი ჯაბა სამუშია; აკადემიკოსი ვალერი ასათიანი; პროფესორი ნინო მამარდაშვილი; აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე -კულტურის ფონდის თავმჯდომარე.
მის: რუსთაველის გამზ. 52; მე-5 სართულის დარბაზი.