ანონსები
ანონსი - 6 ოქტომბერი
10:45 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება - პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები. ტექდათვალიერების რეფორმის შედეგები და არსებული გამოწვევები“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას პრესკონფერენცია გაიმართება.
„თემა: „ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება - პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები. ტექდათვალიერების რეფორმის შედეგები და არსებული გამოწვევები“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
11:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ზამთარში მოსალოდნელი ელექტრომატარებლების კრიზისი, რუსული გაზი და ელექტროენერგია და ტარიფები.
მის: ერწოს ქ. N11.
საკონტაქტო: 599726565
11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პოლონეთი - საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი“ გაიხსნება.
კონფერენციის გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, მოწვეული სტუმრები, მეცნიერები საქართველოდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან დაესწრებიან.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
12:00 საათზე, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების პრეზენტაციას გამართავს.
ღონისძიებას პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატის, დიპლომატიური კორპუსის, არსამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრებიან.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.37
საკონტაქტო: ანუკა წიკლაური - 599 296050
12:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საჯარო სხდომაზე განიხილავს რუსთავში სასმელი წყლის ხშირი ავარიული წყვეტების აღმოფხვრის მიზნით შპს „რუსთავის წყალის“ მიერ წარდგენილ საინვესტიციო გეგმას.
მის: ა.მიცკევიჩის 27ბ
12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხობის ასოციაციის ორგანიზებით, ბიოუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციას დაესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე, ევროკომისიის უცხოური პოლიტიკის ინსტრუმენტის სამსახურის უფროსი ნატალი პაუელსი, აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი. ასევე, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიურ დაცვის საკითხებში ჩართული მეცნიერები და სხვა ოფიციალური პირები.
მის: ვარდების რევოლუციის მოედანი #1
საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 956 103, ანიტა თვაური - 591 111 150
12:00 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე თბილისის საკრებულოში რუსეთის მოქალაქეების ემიგრაციასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
მის: თავისუფლების 2
საკონტაქტო: 598 43 30 23
12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)
6 ოქტომბრს, 12:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის დარბაზი
13:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი
14:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs)“ დახურვის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაზე პროექტში ჩართული სტუდენტები ბენეფიციარ ბიზნეს-კომპანიებთან ერთად, მათ მიერ შექმნილ და კომპანიებში დანერგილ ICT გადაწყვეტებს წარადგენენ.
მის.: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი, მე-5 შესახვევი, K კორპუსი
საკონტაქტო ტელ: 593 26 06 09
15:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატი მარიკა არევაძე, საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრების ფარგლებში პარტია „ლელოს“ წევრებს შეხვდება.
მის: საქართველოს პარლამენტი, რუსთაველის გამზ. 8
საკონტაქტო: 595115501