უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ნოემბერი, 2019 12:10
font-size

ანსამბლი „ბასიანი“ აშშ-ში მიემგზავრება

ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 11-დან 20 ნოემბრამდე შეერთებულ შტატებს ეწვევა და კონცერტებს ნიუ-იორკში, ბერკლისა (კალიფორნია) და პრინსტონში გამართავს. გასტროლი საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.

ანსამბლი შტატებში უკვე მეოთხედ გაემგზავრება, რა დროსაც ერთ-ერთ კონცერტს White Light festival-ის ფარგლებში, მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ, ნიუ-იორკის ლინკოლნ ცენტრის სცენაზე გამართავს (ლინკოლნ ცენტრი აერთიანებს რამოდენიმე საკონცერტო დარბაზს, რომელთა შორისაა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერა, ჯულიარდი და სხვა). უნდა აღინიშნოს, რომ ლინკოლნ ცენტრში ანსამბლი უკვე მეოთხედ არის მიწვეული. კონცერტის ბილეთები ჯერ კიდევ სექტემბერში რამდენიმე საათში გაიყიდა.

„ბასიანის“ პირველი გამოსვლა „ლინკოლნ ცენტრის“ Alice Tully Hall სცენაზე 2010 წლის აგვისტოში შედგა, როდესაც ცნობილი ფრანგი პიანისტის, პიერ-ლორან აიმარდის ინიციატივით ანსამბლი ნიუ-იორკის Mostly Mozart Festival-ზე მიიწვიეს. აქ ქართული პოლიფონია ერთი კონცერტის ფარგლებში პირველად აჟღერდა ბახის, ლიგეტის და სხვა დასავლეთ ევროპელ კომპოზიტორთა შედევრებს შორის. ამ მოვლენას დიდი გამოხმაურება მოყვა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა New York Times და Wall Street Journal. მას შემდეგ „ლინკოლნ ცენტრი“ მჭიდროდ თანამშრომლობს „ბასიანთან“ და პერიოდულად უთმობს მათ საკუთარ სცენას. 2019 წელი კი განსაკუთრებულია მათთვის, რადგან მთელი წლის მანძილზე გადაწყვეტილი აქვთ, მიიწვიონ ის გამორჩეული მუსიკოს-შემსრულებლები, რომელთაც ბოლო ათი წლის მანძილზე „ლინკოლნ ცენტრში“ კონცერტები გაუმართავთ. ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომ ასეთ შემსრულებელთა რიგებში ანსამბლი „ბასიანიც“ მოიაზრება.

შეერთებულ შტატებში ტურნეს ფარგლებში ანსამბლი კონცერტებთან ერთად ვორქშოფებსაც გამართავს. პრინსტონის უნივერსიტეტში ანსამბლს ელოდება 90-კაციანი გუნდი, რომელსაც „ბასიანი“ ქართული ხალხური სიმღერის ორ ნიმუშს შეასწავლის. ეს სიმღერები იმავე საღამოს კონცერტზე ერთობლივად შესრულდება.

დამოუკიდებელი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად ჩვენ შევქმნით ბედნიერი და რეალიზებული ადამიანების ქვეყანა - მამუკა ხაზარაძე

26 მაისი, 2020 , 16:21

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "ლელო საქართველოსთვის" პარლამენტის შენობის წინ გამართა გამოფენა "26 მაისი დამოუკიდებლობის 102 წელი". ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი,

ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს - საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართველ ხალხს ბედნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ

26 მაისი, 2020 , 15:45

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართ

არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ ემსახურო შენს სამშობლოს - გიორგი გახარია

26 მაისი, 2020 , 15:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მთავრობის მეთაურის თქმით, არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე უანგაროდ

ბრიტანეთის დედოფალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისი, 2020 , 15:00

ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და მოსახლოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „დიდი სიხარულით გიგზავნით გულმხურვალე მილოცვას ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. საუკეთესო სურვილებს ვუსურვე

ზაზა ოქუაშვილის დაფუძნებულმა კომპანიებმა `მთავარი არხის` 40%-იანი წილი შეიძინეს

26 მაისი, 2020 , 13:38

“მთავარ არხს” ახალი მეწილეები ჰყავს. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილებებით არხის მოქმედმა მფლობელებმა: ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ ტელევიზიის წილები გაასხვისეს. „მთავარი არხის“ 40%-

ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26 მაისი, 2020 , 13:24

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, საქართველოს დამოუკიდებლობის 102 წლისთავის აღსანიშნავად, 26 მაისის დადგომისთანავე, 00:00 საათიდან, საქართველოს დროშის ფერებში განათდა, - ამის შესახებ ინფორმაცია