უკან
საზოგადოება
27 ივლისი, 2018 12:10
ანტალიაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
თურქეთის ქალაქ ანტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, 17 წლის ნ. ბ. მაღაზიიდან ტანსაცმლის მოპარვაშია ბრალდებული. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა გასახდელში რამდენიმე ნივთი შეიტანა და ტანსაცმელზე დამაგრებული ჩიპები მოხსნა.
რამდენიმე საათში ნ.ბ. მივიდა ქართველ 19 წლის თ.დ.ს-თან ერთად. მაღაზიის მეპატრონემ ისინი იცნო და პოლიციას დაუკავშირდა.
ეჭვმიტანილების ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულია ტანსაცმელზე დამაგრებული უსაფრთხოების ჩიპების მოსახსნელად საჭირო აღჭურვილობა. თ.დ. გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო ნ.ბ. პატიმრობაში რჩება.