უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 მაისი, 2021 12:30
font-size

ანტიდემპინგური ღონისძიების მიზანია იმპორტიორი და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა - ირაკლი ლექვინაძე

15-16 მაისს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის(AA Facility) ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ. “ანტიდემპინგური ღონისძიების შესახებ საქართველოს კანონის მიზანია ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა დემპინგური იმპორტით მიყენებული ზიანისაგან, იმპორტიორი და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა. კანონი ძალაში 2021 წლიდან შევიდა და სააგენტო განაცხადების მიღებას 1 ივნისიდან დაიწყებს. შესაბამისად, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი, რომელიც ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით იმართება - მხარეთა ინტერესების მაქსიმალური გაზიარება და რიგი პროცედრული თუ იურიდიული საკითხების დეტალური დამუშავებაა. მადლობა მონაწილეობისათვის თითოეულ წარმომადგენელს. აღნიშნული კანონმდებლობა საქართველოს რეალობისათვის სიახლეა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით, დიალოგის ფორმატში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“.

სამუშაო შეხვედრაზე სამი კანონქვემდებარე აქტის პროექტის განხილვა გაიმართა: „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების მიზნით შესწავლის განხორციელების წესი და პროცედურები“, „საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა“ და „ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირების წესები“. ორდღიანი შეხვედრა, ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დისკუსიის, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ - საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის, კერძო სექტორის, 20-მდე დარგობრივი ასოციაციის და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ გაბუნიამ და კონკურენციის სააგენტოს ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის უფროსმა, ნიკა სერგიამ.

საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, AA Facility-ის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებისათვის უცხოელი ექსპერტის ხელმძღვანელობით, ჩანიშნულია 2 დღიანი ტრენინგის ჩატარება, რაზე დასწრების სურვილიც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრისას დააფიქსირეს.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი