უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კონფლიქტის ზონა
ანტიგუა და ბარბუდა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხთან დაკავშირებით დიალოგს გეგმავს 02.06.2012 14:20

ანტიგუა და ბარბუდა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის “ხელისუფლების” წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვას გეგმავს.

“ჩარიბბეან ჟოურნალ”-ს ინფორმაციით, ეს შეთანხმება აფხაზეთის “საგარეო უწყების” ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ხინთბასა და ანტიგუას პრემიერ-მინისტრ ბალდიუნ სპენსერის შეხვედრაზე იქნა მიიღწეული. ხინთბა ანტიგუაში ვიზიტით იმყოფებოდა.

საუბარი ანტიგუას მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხს შეეხებოდა, რაზეც სპენსერმა განაცხადა, რომ იგი ამ საკითხზე დიალოგს გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ანტიგუა და ბარბუდა კარიბის ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის არსებულ კუნძულებზე მდებარეობს. მისი მოსახლეობა 85 ათას ადამიანს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ანტიგუა და ბარბუდას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2011 წლის 7 აპრილს დამყარდა.