უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 ნოემბერი, 2020 14:20
font-size

ანტიკორუფციული სააგენტომ ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორი და კიდევ 3 პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ჯგუფურად ლეგალიზაციის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ჯგუფურად ლეგალიზაციის ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის პირველ სექტემბერს ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორმა, ბაგა-ბაღის მოსაწყობად, მოქალაქესთან გააფორმა 170 400 ლარის ღირებულების, 12 თვიანი იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ, საწყის ეტაპზე ერთჯერადად 28 000 ლარის, ხოლო ყოველთვიურად 2 400 ლარის გადახდა მოთხოვა. დანაშაულებრივი გზით მოთხოვნილი თანხისთვის კანონიერი სახის მისაცემად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მეიჯარეს გააფორმებინეს ფიქტიური სესხის ხელშეკრულება, რომლითაც სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა დანაშაულებრივი გზით გადასაცემი თანხის კანონიერება. 2020 წლის 26 ნოემბერს მეიჯარემ მოქალაქეს გადასცა თანხის ნაწილი 16 400 ლარი, რის შემდგომაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მარტი, 2024 , 12:46

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

22 მარტი, 2024 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა

22 მარტი, 2024 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის

21 მარტი, 2024 , 11:16

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა - SJC

20 მარტი, 2024 , 14:53

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ქმედების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

20 მარტი, 2024 , 11:27

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი