უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
- 17.04.2024 12:28ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - გოჩა მირცხულავა
- 17.04.2024 12:21საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში -პაპუაშვილი პრეზიდენტზე
- 17.04.2024 12:14პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი
- 17.04.2024 11:55ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე
არქივი
კონფლიქტის ზონა
ანტისაოკუპაციო მოძრაობა `ძალა ერთობაშია` საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირებას გააძლიერებს
ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირების გაძლიერებას გეგმავს. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა , დღეს, იმ ადგილზე ჩავიდა, საიდანაც 65 წლის მწყემსი გაიტაცეს.
„ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი, ის მშვიდობიანი აქცია-პროტესტია, რასაც ჩვენ მივმართავთ ამდენი ხნის განმავლობაში. მაგრამ, დღეს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება იმ მონაკვეთებზე, საიდანაც პოტენციურად ველოდებით შემდგომ გატაცებებს, რადგან რუსები კვლავ აგრძელებენ აგრესიულ პოლიტიკას“,-განაცხადა ქაცარავამ.
რუსმა სამხედროებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერესთან, აკაკი მისირელი 22 აპრილს დააკავეს. ჯარიმის გადახდის მიუხედევად, ის კვლავ ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში, უკანონო პატიმრობაში რჩება.
ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, თუმცა თანასოფლელების თქმით, დაკავებისას აკაკი მისირელი საკუთარ ბაღში საქონელს აძოვებდა.
მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქართული მხარე ყველა ბერკეტს იყენებს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე სათანადო რეაგირება მოხდეს.მისივე თქმით, საკითხზე საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას და ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მოხდება.
ცირა გურგენიძე