უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

23 იანვარი, 2020 14:15
font-size

აპაჭუნოს ახლა თვალები გიორგი გახარიამ - ლევან კობერიძე

აპაჭუნოს ახლა თვალები გიორგი გახარიამ და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული, კონგრესმენების წერილის მიღების შემდეგ, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს.

კობერიძის თქმით, ამ წერილზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოხმაურებები ცინიკურია. მისივე თქმით, მმართველი გუნდის წევრებმა, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის განვითარებაზე იმსჯელონ, „ღლიცინით" პასუხობენ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს.

„გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობა და სახელისუფლებო გუნდი მხოლოდ ცინიკურ პასუხებს იძლევა, რაც არანაირად არ ჯდება ხელისუფლების ტონში. სამწუხაროა, რომ გახარია ძალიან სერიოზულ კითხვებს ირონიით პასუხობს: „წერილი გინდა თუ სიხარული" და თვალების პაჭუნით. მაშინ აპაჭუნოს ახლა თვალები და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული, ამ წერილის შემდეგ. სწორედ ეს არის ჩვენი უბედურება - იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის განვითარებაზე იმსჯელონ, გამოდიან და ღლიცინით პასუხობენ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს. ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობა და ეს ასე არ დარჩება. ძალიან მალე თვალებჩაპაჭუნებულები დარჩებიან საქართველოს მოსახლეობის მხრიდან.

ის წერილები, რომლებსაც ჩვენი ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორებისგან იღებს საქართველოს ხელისუფლება, არის საქართველოს მეგობრების წერილები. ასე უნდა მიუდგეს ხელისუფლება. ეს არ უნდა იყოს არც ოპოზიციის მხრიდან საფრიალებელი დოკუმენტი, რომ „აი, ხელისუფლებას ყური ავუწიეთ" და მეორე მხრივ, არც ხელისუფლება არ უნდა ისხლიტავდეს და ცინიკურ პასუხებს არ უნდა სცემდეს ამ წერილს. პოლიტიკური სპექტრი უნდა მივეჩვიოთ, რომ ჩვენი მეგობრებისგან მიღებული კრიტიკული წერილები გავიაზროთ და პასუხისმგებლობა გადავინაწილოთ, რაც გვეკუთვნის.

სჯობს, რომ ხელისუფლებამ, ცინიკური განცხადებების ნაცვლად, ყურად იღოს ეს რჩევები, დაჯდეს ოპოზიციასთან ერთად, გაუნაწილოს მას პასუხისმგებლობა და ერთად გადავწყვიტოთ, რა და როგორ უნდა გამოვასწოროთ. ჩვენი მეგობრები მსგავს განცხადებებს მაშინ აკეთებენ, როდესაც ხედავენ, რომ ქვეყანა სცდება დემოკრატიული განვითარების კურსს,"- განაცხადა კობერიძემ.
ipn.ge

ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველამ ერთად მაშინ გადავარჩინეთ ქვეყანა - გიორგი გახარია

4 აპრილი, 2020 , 14:50

არც ერთი უკანონო ბრძანება 20 ივნისის ღამეს არ გაცემულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. „გავეცანი სახალხო დამცველის დასკვნას 20 ივნისთან დაკ

გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებაზე - ეს ხალხი, პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს და თუ რეისის ორგანიზების თავი არ აქვთ, ეს ფული გადარიცხონ ფონდში

4 აპრილი, 2020 , 14:25

ჩვეულებრივი ავიარეისის გაკეთება ევროპის ერთი ქალაქიდან თბილისში, უმარტივესი პროცედურაა და ეს ხალხი, ამ პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში ჟურნა

ოზურგეთის მერიაში პრემიების გაცემის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული - გიორგი გახარია

4 აპრილი, 2020 , 14:25

ეს ფაქტი თუ დადასტურდა, მიმაჩნია კატეგორიულად მიუღებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, ოზურგეთის მერიაში პრემიების შესაძლო გაცემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა

ერთი კოვზით ზიარება - სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა - ანდრია ჯაღმაიძე

3 აპრილი, 2020 , 17:44

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არც ერთ ეკლესიას. სასულიერო პირის განმარტებით, სინდომა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე მსჯელობა დასრ

მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას - პაატა იმნაძე

3 აპრილი, 2020 , 17:25

ხალხი არის დაძაბული და კიდევ დიდი ხანი ვიცხოვრებთ ასეთ რეჟიმში. ერთი და იგივე კითხვები ძაბავს მოსახლოებას, ფსიქიკას კიდევ უფრო, - ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაც

37.5 და მეტ სხეულის ტემპერატურაზე ადამიანი მიიღებს კონსულტაციას, თუმცა მარტო ესეც არ არის საკმარისი - პაატა იმნაძე

3 აპრილი, 2020 , 15:55

37.5 და მეტ სხეულის ტემპერატურაზე ადამიანი მიიღებს კონსულტაციას, თუმცა მარტო ესეც არ არის საკმარისი, რათა ეს იყოს საეჭვო შემთხვევა, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე