უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

3 მაისი, 2018 16:35
font-size

აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 12 % გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის აპრილის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 40,413 მგზავრს მოემსახურა, რაც 12 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (36, 190).

რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, 2018 წლის აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 156 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7 % მეტია (146).

2018 წლის ოთხი თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 118,433 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14 % მეტია.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში სამჯერ მეტი, 1000-1100 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშოები აქტიურ ფაზაშია. პირველი ეტაპის სამუშაოები პრაქტიკულად სრულდება. ჩვენ ამ დროისთვის განვახორციელეთ შემდეგი სამუშაოები: ეს არის 60 ათასი კუბური მეტრი მიწის ექსკავაცია, დაახლოებით 8 ათას კვადრატულ მეტრზე მთლიანად მოეწყო საძირკველი. ვფიქრობთ, რომ 2019 წლის დასაწყისისთვის ჩვენ უკვე დავიწყებთ ტერმინალების შეერთების ფაზას, იმიტომ, რომ არსებული ტერმინალის ნაწილის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, კერძოდ რკინის კონსტრუქციების. საბოლოო ჯამში ეს იქნება ერთი მთლიანი ახალი ტერმინალი, სადაც არსებული ტერმინალი სრულად გახდება გაფრენის ზონა. ჯამში გვექნება 6 გასასვლელი, რაც უზრუნველყოფს პიკურ საათში დაახლოებით ათასზე მეტი მგზავრის მომსახურებას. ეს არის დაახლოებით 6 რეისი,-‘’განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო Covid-19 ინფიცირებული პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს

9 აპრილი, 2020 , 17:05

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ჩაერთო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა, Covid-19 ინფიცირებული პაციენტების მიღებას

ბევრი ქართველი დაბრუნდა სოფელში და მოსალოდნელია, რომ მათ მიწის ნაკვეთი დაამუშაონ - ფერმერთა ასოციაცია

9 აპრილი, 2020 , 16:47

ბევრი ქართველი დაბრუნდა სოფელში და მოსალოდნელია, რომ მათ საკუთარი მიწის ნაკვეთი დაამუშაონ და აწარმოონ სურსათი საკუთარი მოხმარებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის კვლევაში აღნიშნული, რომელიც COVI

რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება და შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით ზომების გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:10

ჩვენ ჯერ ველოდებით ტესტირებების საბოლოო შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება და შეიძლება ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით ზომების გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1794 ლარი გახდა

8 აპრილი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1794 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1748 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ 5 წლის ბავშვს საჩუქრები გადასცა

8 აპრილი, 2020 , 17:25

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში ფანჩივაძეების ოჯახი მოინახულა და პირადი სახსრებით ოჯახის ყველაზე პატარა წევრს ქრისტინა ფანჩვიძეს საჩუქრები გ

მაშველებმა ცაგერში შველი გადაარჩინეს

7 აპრილი, 2020 , 17:15

მოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დარეკეს. ადგილზე მისულმა მაშვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`