უახლესი ამბები
- 08.03.2021 19:11კახა კალაძე ფარულ ჩანაწერზე: მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ
- 08.03.2021 18:08მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
- 08.03.2021 17:36ყველამ ყველაფერი კარგად იცის, დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა - გია ვოლსკი
- 08.03.2021 16:55მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
- 08.03.2021 16:25„ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად“-ს შინაარსი არ აქვს - ზურაბ ჯაფარიძე
- 08.03.2021 16:25ჩიხში იყვნენ შესულები და მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დამსხდარიყვნენ, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია - მამუკა მდინარაძე
- 08.03.2021 15:35„ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება – საბა ბუაძე
- 08.03.2021 15:05„ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება - გიგი უგულავა
- 08.03.2021 15:05მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია - ხატია დეკანოიძე
- 08.03.2021 15:05საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო - მიხეილ ყაველაშვილი
არქივი
ეკონომიკა


აქ რეალურად სასწორის ერთ პინაზე არის ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ხოლო მეორე მხარეს - რომელიმე სარეკლამო კომპანიის შემოსავლები - დავით სერგეენკო
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თამბაქოს მოხმარებისა და რეალიზაციის კონტროლის გამკაცრებაზე საუბრისას განაცხადა, რომ სახელმწიფოსთვის უფრო პრიორიტეტულია მოქალაქეთა ჯანმრთელობა, ვიდრე კერძო კომპანიების ბიზნესინტერესები.
სერგეენკოს თქმით, თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად მიმართულ სტრატეგიაზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო.
„თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ეს მოძრაობა დაწყებულია 2010 წელს, როცა მიღებული იქნა თამბაქოს კონტროლის კანონი, თუმცა იქ არ იყო გაწერილი რიგი პარამეტრები, რომელიც მჯერა, რომ ახლა უკვე კანონში ჩაიწერება. რაც შეეხება საკითხს, რომ ბიზნესს პრობლემები ექნება, ჩვენ ყოველთვის გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. აქ რეალურად სასწორის ერთ პინაზე არის ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ხოლო მეორე მხარეს რომელიმე, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი სარეკლამო კომპანიის შემოსავლები. საით გადაიხრება გადაწყვეტილება, ალბათ გასაგებია“, - განაცხადა სერგეენკომ.
სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კერძო სარეკლამო კომპანიების მხრიდან მოყვანილი სტატისტიკის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო თავის პოზიციას არ შეცვლის.
„თუ ვინმეს, კონკრეტულ სარეკლამო კომპანიას უნდა, რომ ადამიანის სიცოცხლეზე მსჯელობა ციფრებში გადაიყვანოს, მე ამის გაკეთებაც შემიძლია. თუმცა შედარება, რომელიც მოვიყვანე, ვერანაირი ღირებულება მათ შორის, ერთი, ორი ან რამდენიმე კომპანიის ბიუჯეტში შეტანილი მოგების გადასახადი დავუპირისპიროთ ყველაზე უფრო დიდ ღირებულებას - ადამიანის სიცოცხლეს, მგონი, ამაზე მსჯელობაც ზედმეტი იქნება“, - თქვა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა დაასრულა იმ კანონპროექტის საკომისიო მოსმენები, რომელიც ითვალისწინებს საჯარო შენობებში მოწევის აკრძალვას, აგრეთვე, შეზღუდვების დაწესებას აღნიშნული პროდუქციის რეკლამირებასა და რეალიზაციაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
იაპონურ ბაზარზე ქართული კივის ექსპორტი განხორციელდა
4 მარტი, 2021 , 17:15

მარტში ყოველკვირეულად 70, ხოლო ზაფხულში დაახლოებით 200 ფრენა განხორციელდება -ნათია თურნავა
4 მარტი, 2021 , 15:30

იანვარში ლარი დოლარის მიმართ 0.3 პროცენტით გაუფასურდა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 12:00

საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით იანვარში არსებული შეზღუდვების ფონზე, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა მცირეა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 11:20
27 თებერვალს „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართება
26 თებერვალი, 2021 , 15:50

იანვარში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა, უცხოურ ვალუტაში კი გაიზარდა
25 თებერვალი, 2021 , 14:14