უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 დეკემბერი, 2018 13:15
font-size

აქ საუბარია საარჩევნო მიზნებით ზეწოლაზე, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე - ნინო ლომჯარია ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალებაზე

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმეს ამომწურავად შეისწავლის.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული ფაქტი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არა მხოლოდ დისკრიმინაციულ ჭრილში, არამედ ყოველმხრივად შევისწავლოთ. აქ საუბარია საარჩევნო მიზნებით ზეწოლაზე, ასევე საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ამიტომ ყველა მხრიდან და მაქსიმალურად ამომწურავად შევისწავლით აღნიშნული ფაქტის გარშემო გარემოებებს. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ოჯახის წევრებთან და მას შემდეგ, რაც მათგან ყველა საჭირო ინფორმაციას მივიღებთ, შევისწავლით და გვექნება შესაბამისი დასკვნა. ია კერზაიას წერილში, სავარაუდოდ, საუბარია პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნის დადგენაზე. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, გარემოებები უნდა შევისწავლოთ და შემდეგ გამოიკვეთება, რა ნიშნით დისკრიმინაციაზე იყოს საუბარი. ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმეა სახალხო დამცველისთვის“, - განაცხადა ლომჯარიამ.

გუშინ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში 2 დეკემბერს ანევრიზმის დიაგნოზით მოათავსეს. ია კერზაიას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, მას შემდეგ კი რეანიმაცულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა 26 ნოემბერს ბაჩანა შენგელიამ ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მან სკოლაში ინსპექტორების შესვლას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. მისი თქმით, განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ორი თანამშრომელი ერთი კვირის განმავლობაში შემოწმების მაგივრად „ჩვეულებრივ რეპრესიას“ ახორციელებდა. შენგელიას განცხადებით, ამ დროის განმავლობაში პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, მიმდინარეობდა პედაგოგებისა და სკოლაში დასაქმებული თანამშრომლების დაკითხვა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა, რომ დედამისი მიუხედავად არაერთი „შეთავაზებისა“, არ გახდა „ქართული ოცნების“ აქტივისტი და არჩევნების წინ არ გადასცა მათ ე.წ. მომხრეების სია.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა