უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ნოემბერი, 2025 11:16
font-size

აქ სწავლობ, როგორ არ უნდა დანებდე მაშინაც კი, როცა რაღაც არ გამოდის - STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდი

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის- STEM ოლიმპიადის მეორე სეზონი წარმატებით დასრულდა. ახლა კი უკვე მესამე სეზონზე განაცხადების მიღებაა დაწყებული, რომელიც 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. მეტი დეტალის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

  • -STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული;
  • -STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად იმუშავებს;
  • -საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.

ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.

სანამ ახალ ნაკადზე რეგისტრაცია მიმდინარეობს, მოგიყვებით STEM ოლიმპიადის მეორე სეზონის ოლიმპიადაზე და მე-2 ადგილოსან ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდზე. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: ⁠ ⁠იაკობ საფარაშვილი, ⁠მამუკა პაპიძე, გიორგი ფანჯიკიძე, ანასტასია ჭანტურია, ⁠მარიამ ფიფია. მოსწავლეებმა დიდი კონკურენცია დაძლიეს და ფინალური პროექტის ერთ-ერთი საუკეთესო ვერსია შექმნეს.

პროექტი მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეების აღმოჩენასა და წახალისებას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ, გარდა კონკურენტულ გარემოში შესაძლებლობების გამოვლენისა, ოლიმპიადის მიზანი STEM მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესება, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენა იყო:

„STEM განათლება პირდაპირ უკავშირდება მომავალ პროფესიებსა და ტექნოლოგიურ განვითარებას. ოლიმპიადა და ის სასწავლო პროცესი, რასაც მოსწავლეები გადიან, თანამედროვე ციფრული სამყაროსთვის აუცილებელი უნარების შეძენას უწყობს ხელს, როგორიცაა: ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშაობა და პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტა. ბავშვებს საშუალება აქვთ, რეალურ ამოცანებზე იმუშაონ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი მეტი ინტერესი გამოავლინონ ”, - ამბობს გენადი ბოლქვაძე, გუნდის მენტორი.

გენადი მთელი მოსამზადებელი პროცესის განმავლობაში ეხმარებოდა მოსწავლეებს, სწორად დაეგეგმათ სამუშაო პროცესი, ესწავლათ დავალებების გადანაწილება და თავსატეხების გუნდურად ამოხსნა:

„მოსწავლეები ემზადებოდნენ ეტაპობრივად – ჯერ თეორიული მასალის გაღრმავებით, შემდეგ კი პრაქტიკულ ნაწილზე მუშაობით. გაწერილი იყო გეგმა, თითოეულს ჰქონდა თავისი როლი. ბავშვები ცდილობდნენ პრობლემების ანალიზსა და კომპლექსურ მიდგომას ერთობლივი ძალებით. გუნდი სხვადასხვა ინტერესისა და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისგან შედგებოდა. თითოეულმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში. ეს გამოცდილება მათ აუცილებლად დაეხმარება სამომავლოდ პროფესიული არჩევანის გაკეთებაში და, ზოგადად, პიროვნულ ზრდაშიც”, - ამბობს გენადი ბოლქვაძე.

ოლიმპიადის გადამწყვეტი ეტაპი პრაქტიკული, საკმაოდ კომპლექსური დავალების შესრულება იყო. ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდი პროექტს ინოვაციურად მიუდგა და ძალისხმევამ შედეგიც გამოიღო:

„ჩვენი ფინალური პროექტი იყო „ჭკვიანი ლიფტი“, რომელსაც შეეძლო მგზავრების წონის გაზომვა, ტემპერატურისა და აირების დაფიქსირება, სიგნალის მიცემა გადატვირთვის ან მიწისძვრის დროს სენსორის დახმარებით. ვფიქრობთ, ასეთი პროექტი ხელს შეუწყობს არსებული ლიფტების ტექნოლოგიურ განვითარებასა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას. საოცრად გაგვიხარდა, როცა შედეგები გავიგეთ და ამდენი შრომა დაგვიფასდა. თუმცა ჩემთვის ეს ყველაფერი, მხოლოდ შეჯიბრება და გამარჯვება არ იყო. აქ ნამდვილად სწავლობ გუნდურ მუშაობას, დროის მართვას, ტექნიკურ სიზუსტეს და რაც მთავარია, სწავლობ, როგორ არ უნდა დანებდე მაშინაც კი, როცა რაღაც არ გამოდის”, - გვიყვება იაკობ საფარაშვილი, ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდის წევრი.

გუნდის სხვა წევრებიც ფიქრობენ, რომ ოლიმპიადა არ იყო უბრალოდ კონკურსი, არამედ უკვე შეძენილი ცოდნის გამოვლენის ასპარეზი:

„STEM ოლიმპიადამ საშუალება მოგვცა, გვესწავლა ჩვენთვის სრულიად ახალი მიმართულება და მიგვეღო გამოცდილება პროგრამირებასა და ელექტრო ინჟინერიაში. როდესაც პროფესიას ირჩევ, შეიძლება არ იყო დარწმუნებული, რამდენად მოგეწონება საბოლოოდ, ნამდვილად არის თუ არა ეს ის, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება გინდა. STEM სკოლამ და ოლიმპიადამ საშუალება მოგვცა, გამოგვეცადა ჩვენი შესაძლებლობები, ინტერესები და გაგვეაზრებინა, რამდენად მოგვწონს ტექნოლოგიებთან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებული პროფესიები“, - გვიყვება ანასტასია ჭანტურია.

STEM ოლიმპიადა მომავალშიც ბევრ საინტერესო და ნიჭიერ მოსწავლეს მისცემს საყვარელი სფეროს უკეთ შესწავლის, განვითარების საშუალებას. საქართველოს ბანკი კი აქტიურად განაგრძობს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას მონდომებული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არასოდეს ჩერდებიან.

თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს

14 ნოემბერი, 2025 , 16:00

დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს. კონსტრუქციები და მანათობელი ბაგირები ბორის პაიჭაძის ქუჩასა და გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოეწყო. დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის&l

საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს

14 ნოემბერი, 2025 , 15:54

პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულებმა – მეფარიშვილმა და ოკრიბელაშვილმა, რომლებმაც აქციების დროს ძალადობრივი დანაშაული აღიარეს და საპროცესო გარიგებას მოაწერეს ხელი, საპატიმრო დაწესებულე

15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

14 ნოემბერი, 2025 , 15:41

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. მათივე ცნობით, თბილისში შესაძლოა მცირე წვიმაც, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა

14 ნოემბერი, 2025 , 15:27

ყველა საეტაპო ძეგლზე როგორიცაა ყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი, ფაქტობრივად ფრესკები სცვივა - ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გვაჩვენა, რომ სვეტიცხოველში ფრესკები თეთრდება, ყინწვისში ვარდისფერია. ფაქტია, რ

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

14 ნოემბერი, 2025 , 15:03

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრები 15 ნოემბერს, საშინაო არენაზე ესპანეთს უმასპინძლებს. 4 მატჩში მოპოვებ

საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს

14 ნოემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. როგორც შსს-ს ინფ